,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/09/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 16/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.162.016195
35
27/09/2013
ვებგვერდი, 02/10/2013
010250040.35.162.016195
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

   ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №35

2013 წლის  27 სექტემბერი

ქ. ახმეტა

 

 

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №10 დადგენილებაში (სსმ, 19, 01/09/2010, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.162.000506) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების (რეგლამენტის):
1. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,მუხლი 9. საკრებულოს სხდომაზე დასწრების წესი

   1. საკრებულოს ღია სხდომებზე დასწრების უფლება აქვს ნებისმიერ ქმედუნარიან პირს.

   2. საკრებულოს სხდომაზე დასწრების მიზნით, დასწრების მსურველი პირები საკრებულოს აპარატში განცხადების წარდგენის გზით გადიან რეგისტრაციას საკრებულოს სხდომის ჩატარების დღემდე არა უგვიანეს ორი დღით ადრე.

   3. რეგისტრაციის გარეშე, აგრეთვე საკრებულოს დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ:

   ა) საქართველოს პრეზიდენტს;

   ბ) საქართველოს პარლამენტის წევრს;

   გ) საქართველოს მთავრობის წევრს;

   დ) სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორს;

   ე) ამ პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებში მითითებული პირების წარმომადგენლებს;

   ვ) სხდომაზე სპეციალურად მოწვეულ პირებს.

   4. საკრებულოს დახურულ სხდომაზე საკითხის განხილვისას სხდომათა დარბაზის კარი იკეტება.

  5. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე პირებს უფლება არა აქვთ დაიკავონ საკრებულოს წევრისათვის გამოყოფილი ადგილები.

   6. საკრებულოს სხდომის დროს საკრებულოს წევრები და სხვა დამსწრე პირები ვალდებულნი არიან დაიცვან ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესები.“.

2. 71-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,2. ფარული კენჭისყრა უნდა ჩატარდეს მხოლოდ ამ დებულების (რეგლამენტის) მე-13 მუხლის მე-7 პუნქტით, 98-ე, მე-100, 102-ე და 104-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებზე, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

საკრებულოს თავმჯდომარედავით იმერლიშვილი