შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1383
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016049
  • Word
1383
19/09/2013
ვებგვერდი, 26/09/2013
000000000.00.003.016049
შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარულება 1383

2013 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. ქ. თბილისში, ათონელის ქუჩა 25-ში არსებული ადმი­ნის­ტრა­ციული შენობის (შემდგომში - ადმინისტრაციული შენობა) სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიამ“ უზრუნველყოს ადმინის­ტ­რა­ციული შენობის რკინაბეტონის მოწყობის სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღო­ნისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს რეგიონული გან­ვი­თარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (შემდგომში - სამინის­ტრო), „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­თ­ვე­ლოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, მოი­ძიოს რესურსი 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ოდენო­ბით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინოს წინადადე­ბები შესაბამისი ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით.

3. სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხის კომპანიისათვის გადარიცხვა;

ბ) თანხის გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირ­ველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე და 69-ე მუხლების შესაბამისად, კომპანიასთან „თანხების გადარიცხვის შესახებ“ ადმინისტრაციული ხელ­შეკრულების გაფორმება;

გ) კომპანიის კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენო­ბით.

4. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მი­წო­დება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ თითოეული გადარიც­ხუ­ლი თანხის სრულად გახარჯვის შემდეგ, ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი                                          . ივანიშვილი