დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 ნოემბრის №867 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1368 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/09/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016035 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1368
2013 წლის 18 სექტემბერი
ქ. თბილისი
„სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 ნოემბრის №867 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 ნოემბრის №867 განკარგულების პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულების 21 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის გაიზარდოს სამსახურეობრივი მიმოსვლისათვის მსუბუქი ავტომანქანების ზღვრული ნორმატივი და განისაზღვროს 37 ერთეული ავტომობილით , მათ შორის, 29 ავტომობილი ცენტრალური აპარატისათვის, ხოლო 8 ავტომობილი სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისათვის.“ .
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები