დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37/2013 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 24/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/09/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240020.15.008.016104 |
37/2013
24/09/2013
ვებგვერდი, 25/09/2013
010240020.15.008.016104
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის დადგენის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
|
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (შემდგომში - სააგენტო) მიღების შემდგომ, იმ საუბნო საარჩევნო კომისიებში, სადაც ასეთი კატეგორიის ამომრჩეველთა ბოლო რეგისტრაციის ადგილი იყო დაფიქსირებული, ხელმისაწვდომ ადგილზე გამოიკრას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩეველთა ან/და სააგენტოს მიერ რეგისტრაცია ძალადაკარგულად გამოცხადებულ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებული ვერსიები. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნულ ამომრჩეველთა შესაბამისი ინფორმირებისა და მათი ფაქტობრივი ადგილსამყოფლის დადგენის თაობაზე შესაძლო ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ, 2013 წლის 10 ოქტომბრამდე განსახორცილებელი შემდგომი პროცედურები, განისაზღვროს ცესკოს განკარგულებით, ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს მე-5 დღისა. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები