„საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის N112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის N112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 246
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017413
246
23/09/2013
ვებგვერდი, 23/09/2013
010220020.10.003.017413
„საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის N112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №246

2013 წლის 23 სექტემბერი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“   საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №112 დადგენილებაში (შემდგომში – დადგენილება, სსმ,  ვებგვერდი, 20/05/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.10.003.017277) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეიქმნას საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების  საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში  –  საკოორდინაციო საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

– რატი ბრეგაძე – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე;

– საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე, საკოორდინაციო  საბჭოს თანათავმჯდომარე;

– საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;

– საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;

– საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;

– საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ან  მოადგილე;

– საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;

– საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;

– საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;

– დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;

– ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;

– რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე;

–  საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;

–  საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;

–  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;

– საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;

– საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების  საკითხთა  მინისტრის   პირველი მოადგილე ან  მოადგილე;

–  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;

– საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე.“.

 

2. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება (კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებით) ეთხოვოთ:

ლერი ხაბელოვს – საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს;

უჩა ნანუაშვილს –  საქართველოს სახალხო დამცველს;

ნინო გვეტაძეს  –  გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს;

ნატალია ზაქარეიშვილს   – გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელს.“.

3. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს დებულების“ (შემდგომში – დებულება) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი.

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკოორდინაციო  საბჭოს საქმიანობაში,  საკოორდინაციო  საბჭოს   თავმჯდომარის მოწვევით, შეიძლება მონაწილეობდნენ (კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების გარეშე) საქართველოს პარლამენტის წევრები, სახელმწიფო უწყებათა და სხვადასხვა ორგანიზაციის (მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და  ევროპის საბჭოს ოფისის) წარმომადგენლები, შესაბამის სფეროში მომუშავე ექსპერტები/სპეციალისტები.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკოორდინაციო საბჭოს სხდომები ტარდება არანაკლებ კვარტალში ერთხელ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი