დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების გაცემის წესისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 30 აგვისტოს №772 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 145/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/09/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016665 |
|
,,ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების გაცემის წესისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 30 აგვისტოს №772 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების გაცემის წესისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 30 აგვისტოს №772 ბრძანების (სსმ, 126 06.09.2007) პირველი პუნქტით დამტკიცებულ ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების გაცემის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება წესის:
1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. კონკურსში მონაწილეობისათვის ფონდში პროექტის შეტანა შეუძლია: ა) პირს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და რომელსაც კონკურსის გამოცხადებისათვის არ შესრულებია 30 წელი, კონკურსის გამოცხადებიდან ბოლო 3 წელიწადში მინიჭებული აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და კონკურსის გამოცხადების მომენტში დასაქმებულია საქართველოში (შემდგომში - მაგისტრი); ბ) პირს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და რომელსაც კონკურსის გამოცხადებისათვის არ შესრულებია 35 წელი, მინიჭებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და კონკურსის გამოცხადების მომენტში დასაქმებულია საქართველოში (შემდგომში - დოქტორი). 2. კონკურსზე არ განიხილება იმ მაგისტრების მიერ წარდგენილი პროექტები, რომლებიც მოიპოვებენ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სახელმწიფო დაფინანსებას კანონმდებლობით დადგენილი წესით ან მონაწილეობენ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად წარმართულ საგრანტო კონკურსში. 3. მაგისტრს, რომელმაც კონკურსში გამარჯვების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვა დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სახელმწიფო დაფინანსება ,,შეუწყდება ამ წესით გათვალისწინებული საგრანტო დაფინანსება.“. 2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 12 000 ლარს მაგისტრებისათვის, ხოლო 15 000 ლარს დოქტორებისათვის.“ 3. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ექსპერტების შეფასების საფუძველზე ფონდი ადგენს პროექტების რანჟირებულ ნუსხას ცალ-ცალკე მაგისტრებისა და დოქტორებისათვის, რომელებსაც დასაფინანსებელი კონკურსანტების გამოსავლენად წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს. სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია, განსაზღვროს საკონკურსოდ გამოყოფილი თანხის განაწილება ცალ-ცალკე მაგისტრებისა და დოქტორებისათვის და მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამეცნიერო მიმართულებებს შორის.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები