დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/09/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.122.016162 |
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 აგვისტოს №16 დადგენილებით (,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებ. გვერდი www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.122.016150, 30/08/2013) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
,, 9. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ფუნქციებია: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წინაშე, ასევე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წინაშე არსებული რისკების დადგენა, რისკების მართვისათვის შემუშავებული შიდა კონტროლის სისტემების, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემების ადეკვატურობისა და ეფექტიანობის გამოკვლევა და შეფასება, შიდა აუდიტის ობიექტების საქმიანობის კანონიერების და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება შიდა აუდიტისა და მონიტორინგის განხორციელების მეშვეობით, აგრეთვე სხვა ფუნქციების განხორციელება, რაც გათვალისწინებულია შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დებულებით“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები