„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 144/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 23/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016664
144/ნ
23/09/2013
ვებგვერდი, 23/09/2013
430010000.22.022.016664
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №144/ნ

2013 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
  „ერთიანი ეროვნული გამოცდების  ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18  თებერვლის  №19/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 21/02/2011, 430010000.22.022.016055) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1)  მე-40  მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის 13-18 პუნქტები:

,,13.  აბიტურიენტებს, რომლებმაც 2013 წელს გადალახეს ამ დებულების მე-7 მუხლით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ რანჟირების დოკუმენტის მიხედვით ვერ განაწილდნენ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, უფლება აქვთ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოთხოვნის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადებში გაიარონ განმეორებითი რეგისტრაცია თავისუფალ ადგილებზე. აბიტურიენტს უფლება არ აქვს გაიაროს რეგისტრაცია იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის სავალდებულო და არჩევითი საგნები არ ემთხვევა აბიტურიენტის მიერ 2013 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებულ  სავალდებულო და არჩევით საგნებს.

14. 2013 წელს საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების ადგილები, რომლებზეც რანჟირების დოკუმენტით არ მოხდა აბიტურიენტთა გადანაწილება, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული განმეორებითი რეგისტრაციის დროს. ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამაზე დარჩენილი თავისუფალი ადგილების შესახებ ცხადდება საჯაროდ,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე. განმეორებითი განცხადების  წარდგენის ვადას და ფორმას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

15. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების თავისუფალ ადგილებზე,  ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული აბიტურიენტების განმეორებითი რეგისტრაციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ დადგენილ ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წარადგენენ თანხმობის წერილებს საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამებზე თავისუფალი ადგილების რაოდენობის მითითებით. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება არ აქვთ შეცვალონ ამ დებულების მე-40 მუხლის 11 პუნქტით დადგენილ ვადაში წარმოდგენილ ანკეტაში მითითებული ინფორმაცია.

16. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული განმეორებითი რეგისტრაციის დასრულებიდან 5 დღის ვადაში  საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ადგენს ერთიან ეროვნულგამოცდებგავლილ იმ აბიტურიენტთა სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით და უგზავნის ცენტრს. ცენტრი ამოწმებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ წარმოდგენილ სიებს და დასამტკიცებლად უგზავნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. მინისტრი 5 დღის ვადაში ამტკიცებს დასამტკიცებლად წარდგენილ დოკუმენტებს და დამოწმებულს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, აგზავნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, რომელიც უზრუნველყოფს ამ დოკუმენტების მიწოდებას შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის.

17. საგანმანათლებლო დაწესებულებაში აბიტურიენტის ჩარიცხვა ფორმდება საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტით, რომელიც გამოიცემა არაუგვიანეს 2014 წლის პირველი იანვრისა და იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, გამოცემიდან 15 დღის ვადაში.

18. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული აბიტურიენტები სწავლის უფლებას მოიპოვებენ 2014 წლის იანვრიდან.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე