„ჩრდილების სახელმწიფო თეატრ „აფხაზეთის“ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 16 ივლისის N3/100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 05/38
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 08/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016078
05/38
08/10/2013
ვებგვერდი, 16/10/2013
040030000.22.054.016078
„ჩრდილების სახელმწიფო თეატრ „აფხაზეთის“ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 16 ივლისის N3/100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
 
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №05/38

2013 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრ ,,აფხაზეთის“ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 16 ივლისის №3/100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრ  ,,აფხაზეთის“ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“  საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 16 ივლისის №3/100 ბრძანებაში ( სსმ, 90, 22/07/2009) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრ  ,,აფხაზეთის“ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების  შესახებ“.

2. ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიულ პირის - ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრ  ,,აფხაზეთის“  დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თეატრის დაფინანსების წყაროებია:

ა ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრები;

გ ) უცხოური ინვესტიციები;

დ) ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების შემოწირულობანი;

ე ) კერძო შემოწირულობანი;

ვ ) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი;

ზ ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი