„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2010 წლის 1 დეკემბრის №205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 1180
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 23/09/2013
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 010320010.42.047.016027
1180
23/09/2013
ვებგვერდი, 26/09/2013
010320010.42.047.016027
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2010 წლის 1 დეკემბრის №205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
 
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის

ბრძანება №1180

2013 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2010 წლის 1 დეკემბრის №205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისმე-7  მუხლის მე-2 პუნქტის „კ”ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2010 წლის 1 დეკემბრის №205 ბრძანებით (სსმ III, 03.12.2010, №158, მუხ. 2231; სარეგისტრაციო კოდი: 010.320.00.42.047.016.002) დამტკიცებულ „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შინაგანაწესში” შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თანამშრომლების სამსახურში გამოცხადებისა და სამუშაო ადგილის დატოვების დროის დასაფიქსირებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტექნიკური საშუალებები ან სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სააღრიცხვო ჟურნალი.  კონტროლის ტექნიკური საშუალებაა  პლასტიკური ბარათი, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს სამსახურებრივ პირადობის მოწმობას. სამსახურის კადრების მთავარი სამმართველო უზრუნველყოფს აღნიშნული ბარათების გაცემას და მათი ჩაბარების კონტროლს თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის, თანამდებობრივი გადაადგილების ან სხვა აუცილებელი გარემოებების არსებობისას.”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსიანზორ ჩუბინიძე