„ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ"საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის №3/462 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 05/42
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 08/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016064
05/42
08/10/2013
ვებგვერდი, 16/10/2013
040030000.22.054.016064
„ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ"საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის №3/462 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
 
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №05/42

2013 წლის  8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ" საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის №3/462 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ'  საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის №3/462 ბრძანებაში ( სსმ, 147, 30/10/2006) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები: 
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ"

2. ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიულ პირის - ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის" დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თეატრის დაფინანსების წყაროებია:

ა ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრები;

გ ) უცხოური ინვესტიციები;

დ) ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების შემოწირულობანი;

ე ) კერძო შემოწირულობანი;

ვ ) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი;

ზ ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი