დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ. გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №3/500 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/45 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/10/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.054.016065 |
05/45
08/10/2013
ვებგვერდი, 16/10/2013
040030000.22.054.016065
„ქ. გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №3/500 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
|
„ქ. გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №3/500 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ' საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ქ. გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №3/500 ბრძანებაში (სსმ, 171, 21/12/2006) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები: |
1.
ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ. გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“. |
2.
ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის" დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თეატრის დაფინანსების წყაროებია: ა ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები; ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრები; გ ) უცხოური ინვესტიციები; დ) ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების შემოწირულობანი; ე ) კერძო შემოწირულობანი; ვ ) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი; ზ ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. “. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები