დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 143/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/09/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430190000.22.022.016663 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110407029, 07/04/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430190000.22.022.016087) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ,,სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების”:
1. მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. პირს, რომელიც ამ წესით დადგენილი პროცედურებით გამოთქვამს სურვილს გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ და რომელსაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ან ექსტერნის ფორმით დაძლეული აქვს: ა) შესაბამისი საგანისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე საშუალო საფეხურში შემავალ ყველა კლასში, უფლება აქვს გავიდეს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ბ“ ან/და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალიწინებული საგნების გამოცდებზე; ბ) საშუალო საფეხურისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე, უფლება აქვს გავიდეს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგნების გამოცდებზე.“ 2. პირს, რომელიც გამოცდაზე გასვლის მიზნით დარეგისტრირდება ამ წესით დადგენილი ფორმით და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ან ექსტერნის ფორმით ვერ დაძლევს: ა) შესაბამისი საგნისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონეს საშუალო საფეხურში შემავალ ყველა კლასში, არ აქვს უფლება გავიდეს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ბ“ ან/და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალიწინებული საგნების გამოცდებზე; ბ) საშუალო საფეხურისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონეს, არ აქვს უფლება გავიდეს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგნების გამოცდებზე.“. 2. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) გამოცდებამდე 20 დღით ადრე ცენტრის მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად, ცენტრს ელექტრონული და წერილობითი ფორმით გადასცემს იმ პირთა თაობაზე ინფორმაციას, რომლებსაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ან ექსტერნის ფორმით: გ.ა) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ბ“ ან/და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალიწინებული საგნებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე დაძლეული აქვთ საშუალო საფეხურში შემავალ ყველა კლასში; გ.ბ) დაძლეული აქვთ საშუალო საფეხურისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე.“; გ) მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) ვალდებულია სამინისტროს ან/და ცენტრის მიმართვის შემთხვევაში გამოყოს შესაბამისი შენობა ან მისი ნაწილი;“; დ) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა1“ ქვეპუნქტი: ,,ა1) გამოცდების პროცესში, ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უზრუნველყოფს შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების ინსტალაციასა და ტექნიკურ მხარდაჭერას.“. 3. მე-7 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ამოღებული იქნეს; ბ) მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) პირის პირადი ნომერი;“ გ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ ქვეპუნქტი: ,,დ) უცხოური ენა, რომელიც პირმა უნდა ჩააბაროს გამოცდებზე.“. 4. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. პირის თაობაზე საბოლოო მონაცემების შეგროვების შემდეგ, თითოეულ პირზე, რომელმაც ამ წესით დადგენილი პროცედურებით გამოთქვა გამოცდაში მონაწილეობის სურვილი, გაიცემა მოსაწვევი, რომელშიც პერსონალურ მონაცემებთან ერთად მიეთითება ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც გამოცდებს აბარებს პირი, გამოცდების ჩატარების თარიღები და გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო.“. 5. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე პირი უფლებამოსილია, გამოცდის დღეს 20 საათამდე შეიტანოს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო კომისიის სახელზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შენობაში, რომელიც 24 საათში გადაეცემა საპრეტენზიო კომისიას.“. 6. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. პირის მიერ ყველა საგნის გამოცდის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს შესაბამისი წლის 20 ივნისისა: ა) ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება ერთიანი სია გამოცდების შედეგების შესახებ და იგზავნება სამინისტროში; ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, რომელიც სპეციალიზირდება განვითარების შეფერხების (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის) და სენსორული (სმენისა და მხედველობის) დარღვევების მიხედვით, დირექტორის სამართლებრივი აქტით მტკიცდება გამოცდაში მონაწილე პირების სია გამოცდების შედეგების შესახებ და იგზავნება სამინისტროში.“. 7. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: ,,6. 2013-2014 სასწავლო წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები ჩატარდეს ამ წესის გათვალისწინებით, შემდეგი პირობების დაცვით: ა) გამოცდები შესაძლებელია ჩატარდეს 2013 წლის 15 ოქტომბრამდე ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალიწინებულ საგნებში იმ პირებისთვის, რომლებსაც ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ბ“ ან/და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგნებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე დაძლეული აქვთ საშუალო საფეხურში შემავალ ყველა კლასში და რომლებიც ამ წესით დადგენილი პროცედურებით გამოთქვამენ სურვილს გამოცდაში მონაწილეობის შესახებ; ბ) ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადებში გამოცდების ჩატარების შემთხვევაში სამინისტრო: გ.ა) 2013 წლის 25 სექტემბრამდე ცენტრის მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად, ცენტრს ელექტრონული და წერილობითი ფორმით გადასცემს იმ პირთა თაობაზე ინფორმაციას, რომლებსაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ან ექსტერნის ფორმით ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ბ“ ან/და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალიწინებული საგნებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე დაძლეული აქვთ საშუალო საფეხურში შემავალ ყველა კლასში. გ.ბ) 2013 წლის 20 სექტემბრამდე უზრუნველყოფს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შერჩევას, რომლებშიც ჩატარდება გამოცდები. აგრეთვე დარეგისტრირებული პირების მონაცემებზე დაყრდნობით, ცენტრის წინადადებების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს შერჩეულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირების გადანაწილებას.“. |
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების ამოქმედებამდე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული ღონისძიებები ჩაითვალოს ამ ბრძანების შესაბამისად განხორციელებულად. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები