„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „თბილისის მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 2 სექტემბრის N05/29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 05/55
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 08/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016091
05/55
08/10/2013
ვებგვერდი, 16/10/2013
040030000.22.054.016091
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „თბილისის მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 2 სექტემბრის N05/29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
 
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №05/55

2013 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „თბილისის მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 2 სექტემბრის №05/29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
   „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „თბილისის მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 2 სექტემბრის №05/29 ბრძანებით (ვებგვერდი: 04/09/2013; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.054.016057) დამტკიცებული  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „თბილისის მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თეატრის დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრები;

გ) უცხოური ინვესტიციები;

დ) ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების შემოწირულობანი;

ე) კერძო შემოწირულობანი;

ვ) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი