„ქ. ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის N3/41 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 05/47
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 08/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 09/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016084
05/47
08/10/2013
ვებგვერდი, 16/10/2013
040030000.22.054.016084
„ქ. ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის N3/41 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
 
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №05/47

2013 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ქ. ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №3/41 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ' საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„ქ. ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №3/41 ბრძანებაში (სსმ, 30, 06/03/2007) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ. ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“

2. ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის" დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თეატრის დაფინანსების წყაროებია:

ა ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრები;

გ ) უცხოური ინვესტიციები;

დ) ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების შემოწირულობანი;

ე ) კერძო შემოწირულობანი;

ვ ) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი;

ზ ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი