საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების დავით ხრიკულისათვის უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 1245
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016026
1245
09/09/2013
ვებგვერდი, 20/09/2013
000000000.00.003.016026
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების დავით ხრიკულისათვის უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1245

2013 წლის 9 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების დავით ხრიკულისათვის უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემის შესახებ

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიეცეს თანხმობა, რომ სსიპ – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეს – დავით ხრიკულს უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაეცეს საკუთარ ბალანსზე რიცხული, 3 000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების, პიანინო „petroff“-ი.

პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი