საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის “ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 2 სექტემბრის N05/30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 05/62
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 08/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016072
05/62
08/10/2013
ვებგვერდი, 16/10/2013
040030000.22.054.016072
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის “ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 2 სექტემბრის N05/30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
 
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №05/62

2013 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

   საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 2 სექტემბრის №05/30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ' საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 2 სექტემბრის №05/30 ბრძანებით  (ვებგვერდი: 04/09/2013; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.054.016058) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის“ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. თეატრის დაფინანსების წყაროებია:

ა ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრები;

გ ) უცხოური ინვესტიციები;

დ) ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების შემოწირულობანი;

ე ) კერძო შემოწირულობანი;

ვ ) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი;

ზ ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი