საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3020
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/08/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 18/09/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.001.383
  • Word
3020
26/08/2003
სსმ, 29, 18/09/2003
200.000.000.05.001.001.383
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლის 24 ივლისი, გვ. 9) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები:

„ნ. ფიქსირებული გადასახადი;

ო. მცირე ბიზნესის გადასახადი.“;

ბ) მე-3 ნაწილის „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ კოდექსით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებისაგან გათავისუფლება ან საგადასახადო განაკვეთის შეცვლა შეიძლება მხოლოდ ამ კოდექსში ცვლილებების შეტანით. ადგილობრივი გადასახადებისაგან გათავისუფლება დასაშვებია ამ კოდექსში, ხოლო სხვა შეღავათების მინიჭება – შესაბამის ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანით.“.

2. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 35. გადასახადის გადამხდელები

საშემოსავლო გადასახადის გადამხდელები არიან რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირები. ამასთან, ის რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირები, რომლებიც იბეგრებიან ამ კოდექსის XII1 და XII2 კარების შესაბამისად, აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავლის ნაწილში არ ითვლებიან საშემოსავლო გადასახადის გადამხდელებად.“.

3. 44-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალები არ არიან მოგების გადასახადის დამოუკიდებელი გადამხდელები. მოგების გადასახადის გადამხდელებად აგრეთვე არ ითვლებიან ის საწარმოები, რომლებიც იბეგრებიან ამ კოდექსის XII2 კარის შესაბამისად. ამხანაგობები და სხვა ანალოგიური წარმონაქმნები მოგების გადასახადს გადაიხდიან ამ კოდექსის 75-ე მუხლის შესაბამისად.“.

4. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 45. დაბეგვრის ობიექტი

1. საქართველოს საწარმოს დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი მოგება. იგი განისაზღვრება, როგორც სხვაობა გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალსა (რომელიც განისაზღვრება ამ კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად) და ამ კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული გამოქვითვის თანხებს შორის. ამასთან, ერთობლივ შემოსავალში ჩაითვლება ყველა ის შემოსავალი, რომელიც გავლენას ახდენს გადასახადის გადამხდელის მოგებაზე, მათ შორის, უსასყიდლოდ მიღებული ქონების, ფულადი სახსრების, შესრულებული სამუშაოსა და გაწეული მომსახურების ღირებულება, გარდა მოგების გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებული შემოსავლებისა.

2. უცხოური საწარმო, რომელიც საქართველოში ეწევა საქმიანობას მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, წარმოადგენს გადასახადის გადამხდელს მუდმივ დაწესებულებასთან დაკავშირებული, საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული ერთობლივი შემოსავლების მიხედვით, რომლებიც მცირდება ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვის თანხებით.

3. უცხოური საწარმოს ერთობლივი შემოსავალი, რომელიც დაკავშირებული არ არის მუდმივ დაწესებულებასთან, გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 64-ე მუხლით განსაზღვრული გადახდის წყაროს მიხედვით გამოქვითვის გარეშე, თუ შემოსავლის წყარო საქართველოშია.

4. უცხოური საწარმო, რომელიც ქონების რეალიზაციით იღებს ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემოსავალს, რომელიც დაკავშირებული არ არის საქართველოში მის მუდმივ დაწესებულებასთან, წარმოადგენს მოგების გადასახადის გადამხდელს კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავლის მიხედვით, რომელიც მცირდება აღნიშნული პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვის თანხებით, რომლებიც დაკავშირებულია ამ შემოსავალთან.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციით მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება:

ა. რეზიდენტი იურიდიული პირის ჩვეულებრივი აქციების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;

ბ. ამ კოდექსის 29-ე მუხლის მე-18 ნაწილის „ლ“ ან „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;

გ. ამ კოდექსის 29-ე მუხლის 21-ე ნაწილით გათვალისწინებული აქტივების ან ქონების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი.“.

5. 47-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. 88-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალებათ საგადასახადო აგენტებს, კერძოდ:

ა. ფიზიკურ პირებს – მეწარმეებს (გარდა იმ ფიზიკური პირებისა, რომლებიც ეწევიან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას), იურიდიულ პირებს, აგრეთვე ორგანიზაციებსა და მუდმივ დაწესებულებებს, რომლებიც საზღაურს უხდიან დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირს;

ბ. პირებს, რომლებიც უხდიან პირს პენსიას, გარდა იმ პენსიებისა, რომლებიც გაიცემა სახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში;

გ. საქართველოს საწარმოებს, რომლებიც უხდიან დივიდენდებს პირებს;

დ. პირებს, რომლებიც უხდიან პროცენტებს პირებს;

ე. პირებს, რომლებიც იხდიან ამ კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ გადასახდელებს;

ვ. ფიზიკურ პირებს – მეწარმეებს (გარდა იმ ფიზიკური პირებისა, რომლებიც ეწევიან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას), იურიდიულ პირებს, აგრეთვე ორგანიზაციებსა და მუდმივ დაწესებულებებს, რომლებიც შესრულებული სამუშაოს ან გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებენ იმ ფიზიკურ პირს, რომელიც საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელად არ არის რეგისტრირებული.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ფიზიკური პირის მიერ არაძირითად სამუშაო ადგილზე მიღებული შემოსავლიდან დამქირავებელი აკავებს საშემოსავლო გადასახადს ამ კოდექსის 42-ე მუხლით განსაზღვრული უმაღლესი განაკვეთით. ამავე განაკვეთით აკავებს საშემოსავლო გადასახადს პირი, რომელიც შესრულებული სამუშაოს ან გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს რეზიდენტ ფიზიკურ პირს, რომელიც საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელად არ არის რეგისტრირებული.“.

7. 92-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 92. სავალდებულო რეგისტრაცია

1. პირი (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირისა), რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში ახორციელებს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებს, რომელთა საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, ვალდებულია ამ მომენტის დადგომიდან არა უგვიანეს მეორე დღისა საგადასახადო ორგანოში წარადგინოს განცხადება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის.

2. პირი, რომლის მიერ მიწოდებისათვის განკუთვნილი ერთჯერადი ოპერაციის შედეგად შეძენილი ან/და იმპორტირებული საქონლის ღირებულება აღემატება 100 000 ლარს, ვალდებულია მიწოდების განხორციელებამდე საგადასახადო ორგანოში წარადგინოს განცხადება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის.

3. აქციზური საქონლის მწარმოებელი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოში წარადგინოს განცხადება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის აქციზური საქონლის მიწოდებამდე.

4. დღგ-ის გადამხდელად არარეზიდენტის სავალდებულო რეგისტრაციის მიზნით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის განსაზღვრისას მის მიერ განხორციელებული საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება და მომსახურების გაწევა მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი განხორციელებულია მუდმივი დაწესებულების მეშვეობით საქართველოში.“.

8. 93-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 93. ნებაყოფლობითი რეგისტრაცია

1. პირს, რომელიც არ არის ვალდებული გატარდეს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად, მაგრამ საგადასახადო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვამდე უკანასკნელი 12 კალენდარული თვის განმავლობაში ახორციელებს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებს, რომელთა საერთო თანხა აღემატება 75 000 ლარს, შეუძლია მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის.

2. პირი, რომლის მიერ მიწოდებისათვის განკუთვნილი ერთჯერადი ოპერაციის შედეგად შეძენილი ან/და იმპორტირებული საქონლის ღირებულება აღემატება 75 000 ლარს, შეუძლია მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის.“.

9. 95-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 95. რეგისტრაციის გაუქმება

1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით, თუ:

ა. შეწყვიტა დასაბეგრი ოპერაციები (მოხდა საწარმოს ლიკვიდაცია ან/და რეორგანიზაცია);

ბ. უკანასკნელი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა არ აღემატება 75 000 ლარს.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართოს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე, ხოლო ასეთი მიმართვის ვალდებულების შეუსრულებლობისას საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს უგზავნის შეტყობინებას განცხადების წარმოდგენის თაობაზე და მისი გაგზავნის დღიდან 10 დღეში მოტივირებული პასუხის წარმოუდგენლობის შემთხვევაში აუქმებს რეგისტრაციას.

3. გადასახადის გადამხდელს შეუძლია მიმართოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან 2 წლის გასვლის შემდეგ, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ ბოლო 12 თვის განმავლობაში განსახორციელებელი დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა არ აღემატება 100 000 ლარს, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. რეგისტრაციის გაუქმება ძალაში შედის გაუქმების მოთხოვნით მიმართვის ვალდებულების წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.“.

10. 96-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქონლის მიწოდება იმ პირის მიერ, რომელმაც ეს საქონელი შეიძინა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის შედეგად და რომელსაც არ ჰქონდა დღგ-ის ჩათვლის უფლება ამ კოდექსის 114-ე მუხლის მე-3 ნაწილის (გარდა „დ“ ქვეპუნქტისა) მიხედვით, არ განიხილება, როგორც დასაბეგრი ოპერაცია. ამასთან, თუ საქონლის შეძენისას ჩათვლა განხორციელდა ნაწილობრივ, დასაბეგრი ოპერაციის თანხა მცირდება ჩაუთვლელი თანხის პროპორციულად.“.

11. 101-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ. იმ საქონლის იმპორტი და დროებით შემოტანა, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის, იმ სახით, რა სახითაც ასეთი გათავისუფლება გათვალისწინებულია შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო; უცხოეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ქონების იმპორტი; საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდება, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიის წევრების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის; პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტი და დროებით შემოტანა, რომლებიც განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის;“;

ბ) „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ძ. საქონლის საერთაშორისო გადაზიდვასთან და მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანასთან (გარდა საავიაციო ტრანსპორტით ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანისა) უშუალოდ დაკავშირებული სატრანსპორტო და სხვა მომსახურების გაწევა ან სამუშაოს შესრულება, სატვირთო ოპერაციები, ნავსადგურში აგენტირება; საქონლის ტრანზიტი, რეიმპორტი და დროებით შემოტანა. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის დროებით შემოტანისას (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის, გემების, საჰაერო საფრენი საშუალებების დროებით შემოტანისა, საქართველოს საბაჟო კოდექსის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნების შესაბამისად განსაზღვრული საქონლის დროებით შემოტანისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენების მშენებლობა) შესრულების უზრუნველსაყოფად საქართველოში საქონლის დროებით შემოტანისა), აგრეთვე საქართველოს საბაჟო კოდექსის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნების შესაბამისად განსაზღვრული იმ საქონლის დროებით შემოტანისას, რომელსაც გაუგრძელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებით ყოფნის ვადა, გადაიხდევინება დღგ ან საბაჟო ორგანოს მიერ დაიტოვება საბანკო გარანტია, ხოლო საქართველოდან აღნიშნული საქონლის გატანისას გადასახადის გადამხდელს უბრუნდება დღგ-ის გადახდილი თანხა ან უქმდება საბანკო გარანტია ფაქტობრივად გატანილი საქონლის ღირებულების მიხედვით;“.

12. 102-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:

„2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის, საქონლის ექსპორტის მიმართ დღგ-ის ნულოვანი განაკვეთის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ საანგარიშო პერიოდისათვის, როდესაც გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ა. რეზიდენტი პირის მიერ უცხოელ პირთან დადებულ ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს საქონლის ექსპორტს;

ბ. სატვირთო-საბაჟო დეკლარაციას საქონლის ექსპორტის რეჟიმში გაშვების შესახებ.“.

13. 103-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 103. საავიაციო გადაზიდვების დაბეგვრა

საავიაციო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანასა და ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე საავიაციო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებული საავიაციო საწვავი, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებები იბეგრება დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით. საავიაციო რეისების განსახორციელებლად განკუთვნილი საავიაციო საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისას გადაიხდევინება დღგ ან საბაჟო ორგანოს მიერ დაიტოვება საბანკო გარანტია, ხოლო იმპორტიორს უბრუნდება დღგ-ის გადახდილი თანხა ან უქმდება საბანკო გარანტია საავიაციო რეისების განსახორციელებლად ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული მოცულობის მიხედვით.“.

14. 1031 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1031. ძირითადი საშუალებების მიწოდების დაბეგვრა

ამ კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება და ლიზინგით (საფინანსო იჯარით) გადაცემა იბეგრება დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით.“.

15. 128-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ. აქციზური საქონლის ტრანზიტი და დროებით შემოტანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე აქციზური საქონლის დროებით შემოტანისას (გარდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნების შესაბამისად განსაზღვრული აქციზური საქონლის დროებით შემოტანისა, იმ მსუბუქი ავტომობილების დროებით შემოტანისა, რომლებიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის, იმ სახით, რა სახითაც ასეთი გათავისუფლება გათვალისწინებულია შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო, და მსუბუქი ავტომობილების დროებით შემოტანისა, რომლებიც განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებში და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენების მშენებლობაში) შესრულების უზრუნველსაყოფად დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის), აგრეთვე საქართველოს საბაჟო კოდექსის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნების შესაბამისად განსაზღვრული იმ აქციზური საქონლის დროებით შემოტანისას, რომელსაც გაუგრძელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებით ყოფნის ვადა, გადაიხდევინება აქციზი ან საბაჟო ორგანოს მიერ დაიტოვება საბანკო გარანტია, ხოლო საქართველოდან აღნიშნული საქონლის გატანისას გადასახადის გადამხდელს უბრუნდება აქციზის გადახდილი თანხა ან უქმდება საბანკო გარანტია ფაქტობრივად გატანილი საქონლის ღირებულების მიხედვით;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე. მსუბუქი ავტომობილების იმპორტი სტიქიური უბედურების დროს ჰუმანიტარული დახმარების მიზნით.“.

16. 133-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 133. აქციზის დაბრუნება აქციზური საქონლის რეექსპორტისას და დროებით შემოტანისას

1. რეექსპორტის მიზნით საქართველოში აქციზური საქონლის შემოტანისას გადახდილი აქციზის (გირაოს) დაბრუნება ხდება რეექსპორტირებული საქონლის ფაქტობრივი რაოდენობის შესაბამისად, საბაჟო ორგანოების მიერ, რეექსპორტის განხორციელებიდან 15 დღის განმავლობაში.

2. დროებით შემოტანის მიზნით საქართველოში აქციზური საქონლის შემოტანისას გადახდილი აქციზის დაბრუნება ხდება საქართველოდან აღნიშნული საქონლის ფაქტობრივად გატანილი რაოდენობის შესაბამისად, საბაჟო ორგანოების მიერ, ამ საქონლის ფაქტობრივად გატანიდან 15 დღის განმავლობაში.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები არ გამოიყენება ამ კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით გათავისუფლებული აქციზური საქონლის ტრანზიტის მიმართ.“.

17. მე-20 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი 20

ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი

    მუხლი 136. გადასახადის გადამხდელები

ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის გადამხდელები არიან ამ გადასახადით დასაბეგრი ობიექტების მესაკუთრე ფიზიკური პირები.

    მუხლი 137. დაბეგვრის ობიექტი

დაბეგვრის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული:

ა. უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილის) საერთო ფართობი, გარდა მიწისა და ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონებისა;

ბ. ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონების ღირებულება.

    მუხლი 138. გადასახადის განაკვეთები

ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის განაკვეთებია:

ა. ამ კოდექსის 137-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე – ქონების საერთო ფართობის 1 კვადრატულ მეტრზე 0,5 ლარი წელიწადში (საბაზისო განაკვეთი);

ბ. ამ კოდექსის 137-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქონებაზე – ქონების ღირებულების 1 პროცენტი წელიწადში.

    მუხლი 139. გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი

1. ამ კოდექსის 137-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების მიხედვით ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი გამოიანგარიშება საბაზისო განაკვეთის გამრავლებით ზონირების კოეფიციენტზე, უძრავი ქონების კოეფიციენტსა და უძრავი ქონების საერთო ფართობზე.

2. ზონირების კოეფიციენტის დიფერენცირება ხდება უძრავი ქონების ადგილმდებარეობის ზონების მიხედვით.

3. ზონების (ცენტრალური, შუალედური და პერიფერიული) საზღვრების დადგენა და ზონირების კოეფიციენტის დიფერენცირება ხდება დასახლებული პუნქტის განაშენიანების გეგმის ან სხვა ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მონაცემთა საფუძველზე, რომელთაც ამტკიცებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. ამასთან, იმ ქალაქებში, რომელთა მოსახლეობა აღემატება 50 ათასს, ძირითად ზონებში შეიძლება განისაზღვროს ქვეზონები და შესაბამისი კოეფიციენტები.

4. უძრავი ქონების კოეფიციენტის დიფერენცირება ხდება უძრავი ქონების მშენებლობის დასრულების შემდეგ, მისი ჩაბარების ვადის მიხედვით (10 წლამდე, 10-დან 20 წლამდე და 20 წლის ზევით). უძრავი ქონების კოეფიციენტს ამტკიცებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.

5. ამ კოდექსის 137-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქონებაზე გადასახადის ოდენობა 1 კვადრატულ მეტრზე არ უნდა აღემატებოდეს საბაზისო განაკვეთის ორმაგ ოდენობას.

6. გადასახადი გამოიანგარიშება საგადასახადო ორგანოების მიერ ყოველი წლის 1 იანვრის მდგომარეობით შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ წარმოდგენილ მონაცემთა საფუძველზე.

7. რამდენიმე პირის კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე გადასახადი გადაიხდევინება თითოეული თანამფლობელის ხვედრითი წილის შესაბამისად.

8. ამ კოდექსის 137-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ქონების ღირებულება გამოიანგარიშება ამავე კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული აქტივების ღირებულებისა და 54-ე მუხლის მე-3 ნაწილში მოცემული ამორტიზაციის ნორმების გათვალისწინებით.

9. გამოანგარიშებული გადასახადის თანხის შესახებ საგადასახადო შეტყობინებას საგადასახადო ორგანოები გადასახადის გადამხდელებს წარუდგენენ არა უგვიანეს საანგარიშო წლის 1 მარტისა.

10. გადასახადის გადახდა ხდება ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით, ორ თანაბარ ნაწილად, არა უგვიანეს საანგარიშო წლის 15 ივნისისა და 15 ოქტომბრისა.

    მუხლი 1391. საგადასახადო შეღავათები

გადასახადით არ იბეგრება:

ა. ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული, 100 კვადრატულ მეტრამდე საერთო ფართობის უძრავი ქონება;

ბ. ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ან მათი ოჯახების, I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქონება, აგრეთვე III ჯგუფის, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქონება;

გ. მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირის საკუთრებაში ამ ტერიტორიაზე არსებული ქონება;

დ. არაურბანულ ტერიტორიაზე მკვიდრი ფიზიკური პირის ამ ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონება. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის მკვიდრად ითვლება პირი, თუ ის ან მისი მეუღლე ან მათი მშობელი, პაპა, ბებია არანაკლებ 15 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე;

ე. ამ კოდექსის VII კარით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ქონება გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის.

თუ ეკონომიკური საქმიანობისათვის ქონების გამოყენება დაიწყო საგადასახადო შეტყობინების წარდგენის შემდეგ და შესაბამისად არ იყო დარიცხული კუთვნილი გადასახადი, მაშინ გადასახადი შეადგენს განაკვეთის 80 პროცენტს.“.

18. 143-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

19. 165-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

20. 166-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 166. საგადასახადო შეღავათები

გადასახადით არ იბეგრება უძრავი ქონება, რომელიც გადაიცემა:

ა. იჯარის ან ქირავნობის ხელშეკრულებით, 1 წელზე ნაკლები ვადით;

ბ. მეუღლისათვის, მშობლისათვის ან შვილისათვის;

გ. განქორწინების საფუძველზე;

დ. უსასყიდლოდ, სახელმწიფოსათვის ანდა საბიუჯეტო, საქველმოქმედო ან რელიგიური ორგანიზაციისათვის;

ე. რეორგანიზაციის შემთხვევაში;

ვ. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების მიხედვით ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად.“.

21. 169-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადასახადი გადახდას ექვემდებარება ქონების გადაცემიდან არა უგვიანეს მეორე დღისა, რის შესახებაც გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოში წარადგენს დეკლარაციას. თუ ქონების გადაცემისას წერილობითი დოკუმენტი ექვემდებარება რეგისტრაციას, მარეგისტრირებელი ორგანო ამ დოკუმენტს რეგისტრაციაში ატარებს მხოლოდ გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ. ამასთან, ქონების გადაცემაზე დოკუმენტების დადასტურებისას სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა გადასახადის გადახდის შესახებ.“;

ბ) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

22. 170-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კარის მიზნებისათვის, თუ ფიზიკური პირი იყენებს იურიდიულ პირს ქონების გადაცემისათვის, ოპერაცია ითვლება ფიზიკური პირის მიერ განხორციელებულად.“.

23. 171-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა. ფიზიკური პირი, რომელიც იღებს ქონებას, რეზიდენტია ქონების მიღების მომენტში ან წარმოადგენს რეზიდენტ იურიდიულ პირს, რომელშიც წილის არანაკლებ 50 პროცენტისა პირდაპირ ან არაპირდაპირ ეკუთვნის არარეზიდენტს;“.

24. 180-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

25. 185-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ. პირები, რომლებიც იბეგრებიან ამ კოდექსის XII1 კარის შესაბამისად, ამ საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავლის ნაწილში არ ითვლებიან სოციალური დაზღვევის გადასახადის გადამხდელებად.“.

26. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის XII1 და XII2 კარები:

 

კარი XII1

ფიქსირებული გადასახადი

თავი 351

ფიქსირებული გადასახადი

    მუხლი 2071. გადასახადის გადამხდელები

1. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელები არიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ახორციელებენ „ევროპის თანამეგობრობის ეკონომიკური საქმიანობის კლასიფიკატორის“ (NACE) შესაბამისად ამ კოდექსის 2073 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ, ცალკეული კატეგორიის ეკონომიკურ საქმიანობას.

2. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელს არ წარმოადგენს:

ა. პირი, რომელიც არის დღგ-ის ან მცირე ბიზნესის გადასახადის გადამხდელი;

ბ. პირი, რომლის მიერ განხორციელებული ცალკეული კატეგორიის ეკონომიკური საქმიანობიდან ერთი მაინც არ ემთხვევა ამ კოდექსის 2073 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ეკონომიკურ საქმიანობას;

გ. პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ფართობი აღემატება ამ კოდექსის 2073 მუხლით გათვალისწინებული ფართობის მაქსიმალურ ოდენობას.

    მუხლი 2072. დაბეგვრის ობიექტი

დაბეგვრის ობიექტია გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობა.

    მუხლი 2073. გადასახადის განაკვეთები

1. გადასახადის განაკვეთები დიფერენცირებულია საქმიანობის სახისა და მისი განხორციელების ადგილის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

საქმიანობის სახე

ფართობის მაქსიმალური ოდენობა (მ2)

გადასახადის განაკვეთი (ლარებში)

მოსახლეობის რაოდენობა

30 000-მდე

30 000-დან

100 000-მდე

100 000-დან

1 000 000-მდე

1 000 000-ზე მეტი

1

2

3

4

5

6

7

სექცია ა

 

1

 17.51 კლასით გათვალისწინებული

-საფეიქრო მასალების წარმოება, მათ შორის, იატაკის ქეჩის წარმოება;

- ნოხების, ფეხსაფენებისა და ჭილოფების წარმოება.

20

20

30

40

55

2

 

 17.72 კლასით გათვალისწინებული

- ტრიკოტაჟისა და ნაქსოვი პულოვერების, კარდიგანების, ჯემპრებისა და მსგავსი ნაწარმის წარმოება.

15

20

30

40

55

3

 18.22 კლასით გათვალისწინებული

- ლაბადების, კოსტიუმების, პიჯაკების, შარვლებისა და კაბების წარმოება მამაკაცის, ქალისა და ბავშვისათვის.

10

20

30

40

55

4

 

 18.23 კლასით გათვალისწინებული

- თეთრეულის წარმოება საფეიქრო მოქსოვილი მასალებისა და მაქმანიანი ქსოვილებისაგან მამაკაცის, ქალისა და ბავშვისათვის;

- პერანგების, მაისურების, ქვედა საცვლების, ღამის ხალათების, ბლუზების, ბიუსტჰალტერებისა და კორსეტების წარმოება.

10

20

30

40

55

5

 

 18.24 კლასით გათვალისწინებული

- ტანსაცმლისა და თეთრეულის წარმოება ჩვილი ბავშვებისათვის;

- ქუდებისა და კეპების წარმოება.

10

20

30

40

55

6

 

 20.51 კლასით გათვალისწინებული

- ოჯახში საჭირო ხის ნივთების, პალტოებისა და ქუდების საკიდების წარმოება;

- სტატუეტებისა და ხის დეკორაციული ნაკეთობების წარმოება.

20

10

20

30

40

7

 

 26.21 კლასით გათვალისწინებული

კერამიკული სტატუეტებისა და სხვა დეკორაციული კერამიკული ნაკეთობების წარმოება.

20

15

20

25

35

8

 

 28.75 კლასით გათვალისწინებული

ლითონის წვრილი ხელსაწყოებისა და ნაკეთობების წარმოება სამზარეულოებისათვის.

20

15

20

25

35

9

 

 36.30 კლასით გათვალისწინებული

აკორდეონებისა და ანალოგიური ინსტრუმენტების წარმოება;

სასტვენების, რქის სატვირებისა და სხვა სასტვენი ინსტრუმენტების წარმოება.

15

10

15

25

30

10

 

 36.62 კლასით გათვალისწინებული

ცოცხებისა და ჯაგრისების, იატაკის, ხელის მექანიკური ჯაგრისების, ბუმბულის (ნაკრტენის), სარცხებისა და ცოცხების, სამღებრო ფუნჯებისა და ლილვაკების წარმოება.

10

5

6

8

10

სექცია ბ

11

 

 45.25 კლასით გათვალისწინებული

- ერთი მიმართულებით სპეციალიზებული სამშენებლო საქმიანობა, საერთო სხვადასხვა სახის ნაგებობებისათვის, რომელიც მოითხოვს სპეციალიზებულ ჩვევებსა და მოწყობილობებს;

- ფუნდამენტის ჩაყრა, ხიმინჯების დაცობის ჩათვლით;

წყლის ჭების ბურღვა და მშენებლობა;

- აგურებისა და ქვების დაწყობა;

- ხარაჩოებისა და ფიცარნაგების დაყენება და დამონტაჟება;

- საკვამლე მილების აშენება.

 

 

25

45

60

80

12

 

 45.31 კლასით გათვალისწინებული

- ელექტროგაყვანილობისა და არმატურის შენობებსა და სხვა სამშენებლო ობიექტებზე დაყენება.

 

 

18

30

40

54

13

 

 45.33 კლასით გათვალისწინებული

- წყალსადენისა და სანიტარიული აღჭურვილობის შენობებსა და სხვა სამშენებლო ობიექტებზე დაყენება;

გათბობის სისტემების დაყენება.

 

 

25

45

60

80

14

 45.41 კლასით გათვალისწინებული

- საბათქაშო სამუშაოები შენობებისა და სხვა სამშენებლო ობიექტების შიგნით და გარეთ, ბათქაშისათვის ლითონის ბადეების ჩაყრის ჩათვლით.

 

 

25

45

60

80

15

 

 45.42 კლასით გათვალისწინებული

ხის მასალებისაგან კარების, ფანჯრების, კარისა და ფანჯრის კოლოფების, სამზარეულოს აღჭურვილობის, კიბეების გისოსების წარმოება და დაყენება;

შენობების შიდა ნაწილების მოპირკეთება, ჭერის, კედლების ხით მოპირკეთება, გადასაადგილებელი ტიხრების დაყენება.

 

 

25

45

60

80

16

 45.43 კლასით გათვალისწინებული

- კედლებისა და იატაკის მოსაპირკეთებელი კერამიკული, ბეტონის ან ქვის ფილების შენობებსა და სხვა სამშენებლო ობიექტებზე დაწყობა, მოპირკეთება, დაკიდება და აწყობა;

- პარკეტისა და იატაკის სხვა ხის საფარები;

- იატაკის დაფარვა ხალიჩებით (ნოხებით) და ლინოლეუმით, რეზინისა და პლასტმასის საფარების ჩათვლით;

- შპალერის დაწებება.

 

 

25

45

60

80

17

 

 45.44 კლასით გათვალისწინებული

- შენობების შეღებვა შიგნიდან და გარედან;

- სამოქალაქო საინჟინრო ნაგებობების შეღებვა;

- მინების, სარკეების დაყენება (ჩასმა).

 

 

25

45

60

80

სექცია გ

18

 

 50.20 კლასით გათვალისწინებული

- ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი:

- მექანიკური რემონტი;

- ელექტრომოწყობილობების რემონტი;

 მიმდინარე მომსახურება:

- ძარების რემონტი;

- სატრანსპორტო საშუალებების დეტალების რემონტი;

- რეცხვა, გაპრიალება;

- საღებავების გაფრქვევა და შეღებვა;

- საქარე მინებისა და ფანჯრების რემონტი;

- ავტოსაბურავებისა და კამერების რემონტი, დაყენება ან შეცვლა;

- ანტიკოროზიული დაცვა;

- ნაწილებისა და დეტალების დაყენება.

40

30

48

68

88

19

 

 52.7 კლასით გათვალისწინებული

- საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი, თუ ის ხორციელდება მათი წარმოებისაგან, საბითუმო და საცალო ვაჭრობისაგან დამოუკიდებლად.

20

18

30

40

54

20

 

 52.71 კლასით გათვალისწინებული

- ჩექმების, წაღებისა და ტყავის სხვა ნაწარმის შეკეთება.

20

18

30

40

54

21

 

 52.72 კლასით გათვალისწინებული

- ელექტროსაყოფაცხოვრებო საქონლის შეკეთება.

20

18

30

40

54

22

 

 52.73 კლასით გათვალისწინებული:

- მაჯისა და სხვა საათების და საიუველირო ნაწარმის შეკეთება.

2

15

25

32

42

23

 

 52.74 კლასით გათვალისწინებული

- ტანსაცმლის შეკეთება და გადაკეთება.

10

20

30

40

55

24

 

 52 კლასით გათვალისწინებული

- საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი.

20

18

30

40

54

სექცია დ

25

 

 55.23 კლასით გათვალისწინებული

 საცხოვრებელი ადგილების მცირე ხნით გაცემა:

სოფლის სახლებში და ბინებში.

 60

30

45

60

90

26

 

 55.52 კლასით გათვალისწინებული

„კვება ბორბლებზე“ ტიპის სავაჭრო პუნქტები.

 

 

10

15

20

30

სექცია ე

27

 

74.70 კლასით გათვალისწინებული

- საკვამლე მილებისა და ბუხრების, ღუმლების, ნაგავსაწვავების, ცენტრალური გათბობის ქვაბების, სავენტილაციო მაღაროების, გამწოვი ვენტილატორების წმენდა.

 

 

5

10

15

20

28

 

74.83 კლასით გათვალისწინებული

- მანქანაზე ბეჭდვა;

- სხვა სამდივნო მომსახურება, როგორიცაა: მაგნიტური ლენტებიდან ან დისკებიდან მონაცემების აღდგენა, შუქპირების დამზადება, ტექსტის გამრავლება და მსგავსი საქმიანობა;

- წერილობითი და ზეპირი თარგმნა;

- კორექტურების კითხვა.

5

10

 

 

 

 

 

30

20

 

 

 

 

 

45

25

 

 

 

 

 

65

35

 

 

 

 

 

85

29

 

93.01 კლასით გათვალისწინებული

- ხალიჩების (ნოხების) რეცხვა, ფარდებისა და შტორების წმენდა.

20

25

40

55

70

30

 

93.02 კლასით გათვალისწინებული

- თმის დაბანა, შესწორება და შეკრეჭა, მოწესრიგება, შეღებვა, შეფერადება, დახვევა, გასწორება და ანალოგიური სამუშაოები, როგორც მამაკაცებისათვის, ისე ქალებისათვის, აგრეთვე გაპარსვა და წვერის შესწორება;

- სახის მასაჟი, მანიკიური, პედიკიური, მაკიაჟი და ა.შ.

20

20

30

50

75

31

 

95.00კლასით გათვალისწინებული

- კერძო შინამეურნეობების საქმიანობა, რომლებიც ქირაობენ მუშებს, ისეთებს, როგორიცაა: მოსამსახურეები, მზარეულები, ოფიციანტები, მოახლეები, მსახურთუფროსები, მრეცხავები, მებაღეები, კარისკაცები, მეჯინიბეები, მძღოლები, დარაჯები, გუვერნანტები, მომვლელი ძიძები, საოჯახო მასწავლებლები, მდივნები და ა.შ.

 

 

10

20

25

35

 

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის მე-4 სვეტში მოცემული განაკვეთები სოფელ ადგილებში მცირდება 50 პროცენტით.

3. თუ პირი ეწევა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ რამდენიმე საქმიანობას ან/და ახორციელებს მას განსხვავებული განაკვეთების მქონე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, იგი დაიბეგრება მათ შორის უმაღლესი განაკვეთით.

    მუხლი 2074. რეგისტრაცია

1. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისათვის პირმა უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირი სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ გაატაროს რეგისტრაციაში ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად და მისცეს მას გადამხდელის მოწმობა განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მეორე დღისა.

    მუხლი 2075. რეგისტრაციის გაუქმება

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი, რომელიც შეწყვეტს საქმიანობას ან აღარ აკმაყოფილებს ამ კარით დადგენილ პირობებს, ვალდებულია განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით, შესაბამისი პირობის დადგომიდან არა უგვიანეს 10 დღისა.

    მუხლი 2076. გადამხდელის მოწმობა და მისი რეკვიზიტები

1. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტია გადამხდელის მოწმობა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს და გაიცემა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით მდებარე საგადასახადო ორგანოს მიერ, უფასოდ, ერთ წლამდე ვადით, მაგრამ არანაკლებ ერთი თვით. გადამხდელის მოწმობის ფორმა დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.

2. გადამხდელის მოწმობაში უნდა მიეთითოს:

ა. საქმიანობის განმახორციელებელი პირის გვარი, სახელი და საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ. საქმიანობის სახე და მისი განხორციელების ადგილი;

გ. საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საანგარიშსწორებო ან სხვა ანგარიში;

დ. გადასახადის გადახდის დამადასტურებელი აღნიშვნა თვეების მიხედვით;

ე. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოსახლეობის ზღვრული ოდენობა, რომლის ფარგლებშიც პირს ეძლევა საქმიანობის განხორციელების უფლება.

    მუხლი 2077. გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი

1. ფიქსირებული გადასახადის გადახდა ხდება ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა.

2. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საქმიანობის შეწყვეტის (დროებით ან მუდმივად) შემთხვევაში იგი ვალდებულია დააბრუნოს გადამხდელის მოწმობა. ამასთან, საანგარიშო თვის განმავლობაში საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში მას საგადასახადო ვალდებულება ეკისრება სრული საანგარიშო პერიოდის (თვის) მიხედვით.

3. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის დაბეგვრის რეჟიმიდან გამოსვლის შემთხვევაში ფიქსირებული გადასახადი ჩაითვლება წლის განმავლობაში დეკლარაციის მიხედვით გამოანგარიშებული საშემოსავლო გადასახადისა და სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის ანგარიშში. ამასთან, წლის განმავლობაში დარიცხული ფიქსირებული გადასახადი შემცირებას არ ექვემდებარება.

    მუხლი 2078. ფინანსური სანქციები ამ კარით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის

1. ამ კარით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირის მიმართ გამოიყენება ამ კოდექსით გათვალისწინებული ფინანსური სანქციები.

2. გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციებისა, პირის მიერ ფიქსირებული გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით საგადასახადო რეგისტრაციის (გადამხდელის მოწმობის) გარეშე საქმიანობის განხორციელება გამოიწვევს ამ პირის დაჯარიმებას ფიქსირებული გადასახადის თორმეტმაგი ოდენობით.

კარი XII2

მცირე ბიზნესის გადასახადი

თავი 352

მცირე ბიზნესის გადასახადი

    მუხლი 2079. გადასახადის გადამხდელები

1. მცირე ბიზნესის გადასახადით დაბეგვრის რეჟიმზე გადასვლის უფლება აქვთ პირებს, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული პირებისა, და აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:

ა. მათი წლიური ერთობლივი შემოსავალი პროცენტებისა და დივიდენდების გარეშე არ აღემატება 100 000 ლარს;

ბ. აქვთ საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდებიდან მიღებული შემოსავლების აღრიცხვის მოწესრიგებული სისტემა (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფისკალური მეხსიერების მქონე საკონტროლო-სალარო აპარატი და სალარო მეურნეობა).

2. მცირე ბიზნესის გადასახადის გადამხდელს არ წარმოადგენენ:

ა. აქციზური პროდუქციის მწარმოებელი პირები;

ბ. საკრედიტო და სადაზღვევო საწარმოები, საინვესტიციო ფონდები, ფა­სი­ანი ქაღალდების სპეციალიზებული ბირჟები, სათამაშო ბიზნესის განხორციელებით დაკავებული პირები;

გ. სააუდიტორო, იურიდიული, სანოტარო საქმიანობის განმახორციელებელი პირები;

დ. პირები, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ ტერიტორიულად განცალკევებული სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით, ასევე მათი სტრუქტურული ქვედანაყოფები;

ე. პირები, რომლებიც ამ კოდექსის 273-ე მუხლის შესაბამისად იბეგრებიან დაბეგვრის განსხვავებული რეჟიმით.

მუხლის 20710. დაბეგვრის ობიექტი

დაბეგვრის ობიექტია გადასახადის გადამხდელის შემოსავალი ამ კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად.

    მუხლი 20711. გადასახადის განაკვეთი

მცირე ბიზნესის გადასახადის განაკვეთი შეადგენს დასაბეგრი შემოსავლის 5 პროცენტს.

    მუხლი 20712. გადასახადით დაბეგვრის რეჟიმზე პირის გადაყვანა

1. პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 2078 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, შეუძლია მცირე ბიზნესის გადასახადით დაბეგვრის რეჟიმზე გადაყვანის მოთხოვნით, საგადასახადო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს 30 დღისა მიმართოს საგადასახადო ორგანოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

2. ახალრეგისტრირებული პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 2078 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობას, ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე, საგადასახადო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვის შემთხვევაში ითვლება მცირე ბიზნესის გადასახადით დაბეგვრის რეჟიმზე გადასულად მისი რეგისტრაციის დღიდან.

3. გადაწყვეტილებას გადამხდელის მცირე ბიზნესის გადასახადით დაბეგვრის რეჟიმზე გადაყვანის ან აღნიშნულზე მოტივირებული უარის შესახებ იღებს საგადასახადო ორგანო განცხადების წარმოდგენიდან 15 დღის ვადაში.

4. საგადასახადო ორგანო ვალდებულია სათანადო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პირი გაატაროს რეგისტრაციაში მცირე ბიზნესის გადასახადის გადამხდელად და საგადასახადო წლის დაწყებამდე გასცეს გადამხდელის შესაბამისი მოწმობა.

    მუხლი 20713. საგადასახადო წლის განმავლობაში გადასახადის გადამხდელისათვის მცირე ბიზნესის გადასახადით დაბეგვრის რეჟიმის შეცვლა

1. საგადასახადო წლის განმავლობაში მცირე ბიზნესის გადასახადით დაბეგვრის რეჟიმის შეცვლა და გადასახადის გადამხდელის ჩვეულებრივ რეჟიმზე გადაყვანა ხდება ერთ-ერთი შემდეგი პირობის დადგომისას:

ა. პირის ერთობლივმა შემოსავალმა პროცენტებისა და დივიდენდების გარეშე გადააჭარბა დადგენილ ზღვარს;

ბ. საგადასახადო ორგანომ დააფიქსირა შემოსავლების აღრიცხვის, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების, სალარო მეურნეობის გაძღოლის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევის ფაქტი.

2. პირი საგადასახადო წლის განმავლობაში დაბეგვრის ჩვეულებრივ რეჟიმში დაბრუნების შემთხვევაში ვალდებულია საგადასახადო წლის მიხედვით გადაიანგარიშოს საგადასახადო ვალდებულებები მოქმედი გადასახადების მიხედვით. გადახდილი მცირე ბიზნესის გადასახადის თანხები პირს ჩაეთვლება საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ანგარიშში. ამასთან, მცირე ბიზნესის გადასახადის მიხედვით დარიცხული თანხები შემცირებას არ ექვემდებარება.

    მუხლი 20714. გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი

1. მცირე ბიზნესის გადასახადის გადამხდელი აწარმოებს გამარტივებულ აღრიცხვა-ანგარიშგებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

2. მცირე ბიზნესის გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით წარადგენს დეკლარაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმით, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა.

3. მცირე ბიზნესის გადასახადის გადახდა ხდება ყოველთვიურად, დეკლარაციის წარდგენის თარიღისათვის.“.

27. 209-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ეკონომიკური საქმიანობისათვის გადასახადს იხდიან პირები (გარდა ამ კოდექსის XII1 და XII2 კარებით განსაზღვრული გადასახადების გადამხდელი პირებისა), რომლებიც შესაბამისი ქალაქის (რაიონის) ტერიტორიაზე ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას, გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა (მათ მიერ გაწეული განათლების მომსახურების ნაწილში) და სამედიცინო დაწესებულებებისა (მათ მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ნაწილში).“.

28. 211-ე, 212-ე, 213-ე და 215-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

29. 256-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 256. საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვა

1. საქართველოში მოქმედი ყველა მაკონტროლებელი ორგანოს მიერ საგადასახადო შემოწმების აქტებით გადასახადის გადამხდელისათვის ბიუჯეტისა და სპეციალური ფონდების სასარგებლოდ დაკისრებული იმ თანხების გადასინჯვის უფლება, რომელთა დარიცხვასა და გადახდევინებაზე გადაწყვეტილებებს იღებენ და ასრულებენ საგადასახადო ორგანოები ამ კოდექსით მათთვის მინიჭებული უფლებების განხორციელებისას, აქვთ მხოლოდ საგადასახადო ორგანოებსა და სასამართლოებს.

2. გადამხდელს, რომელსაც სადავოდ მიაჩნია დარიცხული გადასახადის თანხა ან საგადასახადო ორგანოს სხვა გადაწყვეტილება, შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს ამ გადაწყვეტილების მიმღებ საგადასახადო ორგანოს და მოითხოვოს მისი გადასინჯვა. შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს და თან უნდა ერთოდეს მტკიცებულებები და ის სათანადო დოკუმენტები, რომლებიც ასაბუთებს გადამხდელის მოთხოვნის კანონიერებას. შუამდგომლობა და სათანადო დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს გადამხდელის მიერ გადასახადის დარიცხვის ან საგადასახადო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 60 დღის ვადაში. საგადასახადო დავის დასრულების ან/და ამ ვადის გასვლის შემდეგ გასაჩივრების შემთხვევაში გადამხდელზე დარიცხული ჯარიმები და საურავები ამოიღება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.

3. საგადასახადო შემოწმების აქტზე ან საგადასახადო ორგანოს იმ გადაწყვეტილებაზე, რომლებიც მოითხოვს გადამხდელის ხელმოწერას, ხელმოუწერლობა ან ამ კოდექსის 217-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით მათზე გაკეთებული ჩანაწერი ითვლება გადამხდელის შუამდგომლობად (საგადასახადო დავად). ამასთან, გადამხდელი ვალდებულია გადასახადის დარიცხვის ან სხვა გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 60 დღის ვადაში წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს მტკიცებულებები და ის სათანადო დოკუმენტები, რომლებიც ასაბუთებს გადამხდელის მოთხოვნის კანონიერებას.

4. საგადასახადო ორგანო ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად გადამხდელის მიერ წარდგენილ შუამდგომლობას განიხილავს, იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და ამის შესახებ 30 დღის ვადაში აცნობებს გადამხდელს.

5. საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიძლება გაეგზავნოს ზემდგომ საგადასახადო ორგანოს მტკიცებულებებითა და სათანადო დოკუმენტებით, შუამდგომლობაზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან ერთად. ზემდგომი საგადასახადო ორგანო ვალდებულია 30 დღის ვადაში აცნობოს გადამხდელს თავისი გადაწყვეტილება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ყოველი შემდგომი საჩივარი წარდგენილი უნდა იქნეს გადაწყვეტილების მისაღებად დადგენილი 30-დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, ხოლო გადამხდელის მიერ გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში – მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.

7. გადამხდელს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება სასამართლოში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარიცხული გადასახადები გადახდილია ან არსებობს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების აუცილებლობის დასაბუთებული მოტივაცია.

8. გადამხდელის მიერ ამ მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო დავა დასრულებულად ითვლება.

9. ამ კოდექსის 237-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, გადამხდელს უფლება აქვს გაასაჩივროს დარიცხული გადასახადის თანხა ან საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება გადასახადის დარიცხვის ან სხვა გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 6 წლის განმავლობაში.

10. გადამხდელის მიერ მასზე დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით დარიცხული გადასახადისათვის ან/და კუთვნილი გადასახადებისათვის თავის არიდების შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოებს საქმეები უნდა გადაეცეს გადამხდელის მიერ გადასახადის დარიცხვის ან სხვა გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 60 დღის გასვლის შემდეგ, ხოლო თუ გადამხდელი ამ მუხლის შესაბამისად ითხოვს გადაწყვეტილების გადასინჯვას დავის განხილვის დამთავრების შემდეგ, ცალკეულ შემთხვევაში, როდესაც შეიძლება საფრთხე შეექმნას გადამხდელზე დარიცხული გადასახადების ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღებას ან მოხდეს პასუხისმგებელი პირების მიერ პასუხისმგებლობისათვის თავის არიდება, შესაძლებელია საქმეები გადაეცეს სამართალდამცავ ორგანოებს გადამხდელისათვის გადასახადის დარიცხვის შესახებ შეტყობინების გადაცემისთანავე.“.

30. 260-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:

„6. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, საოლქო, ზონალური და რაიონული საგადასახადო ინსპექციების უფროსებს და მათ მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის უფროსი, ხოლო აღნიშნული ინსპექციების საშტატო განრიგით გათვალისწინებულ სხვა საჯარო მოსამსახურეებს – შესაბამისი ინსპექციის უფროსი.“.

31. 264-ე მუხლის:

ა) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) ტექსტი ჩაითვალოს პირველ ნაწილად და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:

„2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული ქვედანაყოფები აწარმოებენ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

32. 269-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

33. 2701 მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

34. 273-ე მუხლის:

ა) მე-17, მე-18, მე-19, მე-20, 21-ე, 22-ე, 23-ე, 24-ე, 25-ე, 35-ე, 36-ე, 44-ე და 45-ე ნაწილები ამოღებულ იქნეს;

ბ) 49-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„49. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი წლის კანონით და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებით გათვალისწინებული ასიგნებების საფუძველზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვით მიწოდებული საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულების შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ აუნაზღაურებლობის გამო წარმოქმნილ საბიუჯეტო ვალდებულებებზე, მათი ღირებულების ფაქტობრივი დაფინანსების ოდენობისა და მიწოდებული საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) საერთო მოცულობაში ხვედრითი წილის პროპორციულად შეუჩერდეთ მათ მიმწოდებლებს ჯარიმებისა და საურავების დარიცხვა, ხოლო სასამართლოები უფლებამოსილნი არიან შეაჩერონ შესაბამისი გაკოტრების საქმეების წარმოება და სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულება. ამ ნაწილით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება იმ გადასახდელებზე, რომელთა მიმართაც პირს ეკისრება საგადასახადო აგენტის ფუნქცია.“;

გ) 59-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„59. ამ მუხლის 53-ე, 55-ე, 63-ე და 70-ე ნაწილებით განსაზღვრული თანხის 71% ჩაითვალოს დამატებული ღირებულების, 21% – მოგების (ფიზიკური პირის შემთხვევაში – საშემოსავლო), 4% – ეკონომიკური საქმიანობის, 4% – საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობის გადასახადების ანგარიშში. ამ გადასახადების განაწილებას ახორციელებს გადასახადის გადამხდელი.“.

 მუხლი 2

1. ამ კანონის პირველი მუხლი, გარდა მე-10, მე-11, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, 29-ე პუნქტებისა, 30-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, 31-ე, 32-ე, 33-ე პუნქტებისა და 34-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-10, მე-11, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, 29-ე პუნქტები და 34-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2003 წლის 1 ოქტომბრიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის 33-ე პუნქტი ამოქმედდეს 2003 წლის 15 ოქტომბრიდან.

4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                      ე. შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 26 აგვისტო.

№3020რს