დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1362 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/09/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016029 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1362
2013 წლის 17 სექტემბერი
ქ. თბილისი
შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. ქ. თბილისში, ათონელის ქუჩა №25-ში არსებული ადმინისტრაციული შენობის (შემდგომში – ადმინისტრაციული შენობა) სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიამ“ უზრუნველყოს ადმინისტრაციული შენობის ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოების, საქონლისა და მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (შემდგომში – სამინისტრო), „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, მოიძიოს რესურსი 1 100 000 (ერთი მილიონ ასი ათასი) ლარის ოდენობით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინოს წინადადებები შესაბამისი ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით.
3. სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხის კომპანიისათვის გადარიცხვა;
ბ) თანხის გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე და 69-ე მუხლების შესაბამისად, კომპანიასთან „თანხების გადარიცხვის შესახებ“ ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმება;
გ) კომპანიის კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით.
4. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ თითოეული გადარიცხული თანხის სრულად გახარჯვის შემდეგ, ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები