დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის „წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი II“-ის დაფინანსების მიზნით 2013 წლის 20 აგვისტოს დადებული ფინანსური ხელშეკრულების საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1357 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/09/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016020 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1357
2013 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის „წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი II“-ის დაფინანსების მიზნით 2013 წლის 20 აგვისტოს დადებული ფინანსური ხელშეკრულების საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის „წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი II”-ის დაფინანსების მიზნით 2013 წლის 20 აგვისტოს დადებული ფინანსური ხელშეკრულების საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენის თაობაზე.
2. „სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის „წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი II”-ის დაფინანსების მიზნით 2013 წლის 20 აგვისტოს დადებული ფინანსური ხელშეკრულების საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები