საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1356
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016019
  • Word
1356
16/09/2013
ვებგვერდი, 20/09/2013
000000000.00.003.016019
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1356

2013 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

სამთო-სათხილამურო სპორტში და ფიგურულ ციგურაობაში საქარ ­ ­ველოს ნაკრები გუნდების წევრების 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმ ­პიადისთვის სათანადოდ მომზადებისა და აღნიშნულთან დაკავშირე ­ბუ ­ლი სხვადასხვა ხარჯების გაწევის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სა­მი­ნისტრომ საქარ­თვე­ლოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებსაქარ­თველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრო­ბის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სა­ქ­მეთა სამინისტროს გამოუყოს 538 400 (ხუთას ოცდათვრამეტი ათას ოთ ­ხასი) ლარი, მათ შორის:

ა) 300 000 (სამასი ათასი) ლარი ა(ა)იპ - საქართველოს სათხილა ­მუ ­რო ფედერაციისათვის გადასაცემად - 2013 წლის ბოლომდე დარჩენილ პე ­რიოდში, სამთო-სათხილამურო სპორტში საქართველოს ნაკრები გუნ ­დის წევრების საზღვარგარეთ მომზადების, სხვადასხვა შეჯიბრებებში მო ­ნაწილეობის, აღნიშნულთან დაკავშირებით მოწვეული უცხოელი მწრთვ ­ნე ­ლების შესაბამისი შრომის ანაზღაურებისა და საჭირო აღჭურ ­ვი ­ლობის შეძენისათვის;

ბ) 238 400 (ორას ოცდათვრამეტი ათას ოთხასი) ლარი ა(ა)იპ - საქარ ­ ­ველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციისთვის გადასაცემად - 2013 წლის ბოლომდე დარჩენილ პერიოდში, ფიგურულ ციგურაობაში საქარ ­თველოს ნაკრები გუნდის წევრების აშშ-ში მზადების, მასთან დაკავში ­რე ­ბული ხარჯების (ცხოვრების, ყინულის მოედნის იჯარის, აუცილებელი ინვენტარის, მწრთვნელებისა და ექიმის მომსახურებისა და სხვა) გაწე ­ვი ­სა და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობისათვის.

 

პრემიერ - მინისტრი                                                                                     ბ. ივანიშვილი