დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჩხერის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი, დროშა) დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/09/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.130.016072 |
12
19/09/2013
ვებგვერდი, 25/09/2013
010250020.35.130.016072
საჩხერის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი, დროშა) დამტკიცების შესახებ
საჩხერის მუნიციპალიტეტი
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული საჩხერის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის გამოსახულებები: |
1.
საჩხერის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულება (დანართი №1). |
2.
საჩხერის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა (დანართი №2). |
3.
საჩხერის მუნიციპალიტეტის დროშის გამოსახულება (დანართი №3). |
4.
საჩხერის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა (დანართი №4). |
| მუხლი 2 |
საჩხერის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გამოყენება მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესით. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი№ 1
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულება
|
|
დანართი №2
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა
|
გერბის ფარი გაკვეთილია და ტალღისებურად გადაკვეთილია ოთხ ნაწილად. I ნაწილი - ოქროს ველზე მოთავსებულია მეწამული წიგნი, რომელზეც გამოსახულია ერთი დიდი და ოთხი მცირე ვერცხლის ჯვარი. II ნაწილი - ლაჟვარდის ველზე გამოსახულია ოქროს ქნარი. III ნაწილი - ზურმუხტის ველი ცენტრში გადაკვეთილია სამი შემცირებული ოქროს სარტყლით. IV ნაწილი - ოქროს ველი ცენტრში გადაკვეთილია სამი შემცირებული ლაჟვარდის სარტყლით.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის), ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტის ბაფთა, რომელის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი - „საჩხერე“. |
დანართი № 3
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის დროშის გამოსახულება
|
|
დანართი №4
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა
|
დროშა ჰორიზონტალურად გაყოფილია ლაჟვარდის და ზურმუხტის ველებად. დროშის ცენტრში მოთავსებულია მეწამული ჰერალდიკური ფარი, რომელზეც გამოსახულია ერთი დიდი და ოთხი მცირე ვერცხლის ჯვარი. ფარს გარშემოუყვება ვერცხლის არშია.
დროშის პროპორცია 2/3. |
უკან დაბრუნება 

დოკუმენტის კომენტარები