დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23–ე მუხლით გათვალისიწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 იანვრის №14 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1326 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/09/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016009 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1326
2013 წლის 12 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის „ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23 - ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 იანვრის № 14 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 იანვრის №14 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის კანცელარიაზე არ გავრცელდეს ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები და მიეცეს თანხმობა, რომ 2013 წლისათვის საქართველოს მთავრობის კანცელარიის შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 32 ერთეულით, ხოლო შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურების ზედა ზღვარი – არაუმეტეს 5000 ლა რით.“.
პრემიერ - მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები