2015-2017 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის მომზადების თაობაზე

2015-2017 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის მომზადების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1315
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016012
1315
10/09/2013
ვებგვერდი, 20/09/2013
000000000.00.003.016012
2015-2017 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის მომზადების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება # 13 15

2013 წლის 10   სექტემბერი

ქ. თბილისი

2015-2017 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების

პროგრამის მომზადების თაობაზე

 

1.  მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან კოორდინაციით მომზადებული და საქართველოში ევროპის კავშირის წარმომადგენლობისთვის  წარდგენილი 2015-2017 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის ძირითადი მიმართულებები.

2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული სამინისტროების მონაწილეობით, ამა წლის 20 სექტემბრამდე უზრუნველყოს 2015-2017 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის სტრუქტურის შემუშავება.

3. 2015-2017 წლების რეგიონული განვითარების პროგრამის შემუშავებული სტრუქტურის გათვალისწინებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, კომპეტენციის ფარგლებში,2014 წლის პირველ ივნისამდე, უზრუნველყონ 2015-2017 წლების რეგიონული განვითარების პროგრამის დოკუმენტისათვის შესაბამისი პროგრამული ნაწილებისშემუშავება .

4.  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ამ განკარგულების მე-3 პუნქტში მითითებული სამინისტროების მიერ მომზადებული პროგრამული ნაწილების საფუძველზე,2014 წლის30 ივნისამდე, უზრუნველყოს 2015-2017 წლებისთვის საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის პროექტის მომზადება და  საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა.

 

პრემიერ-მინისტრი                                                ბიძინა ივანიშვილი