საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5583
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 44, 18/12/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 19/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.05.001.003.075
  • Word
5583
07/12/2007
სსმ, 44, 18/12/2007
010.190.030.05.001.003.075
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 237-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიუჯეტების ფორმირებას უზრუნველყოფს და მათ საქართველოს მთავრობას გადასცემს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

9. საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელები პარლამენტში 1 მარტამდე წარადგენენ მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადების პროექტებს ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ.“.

2. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2611 მუხლი:

     „მუხლი 2611

1. სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების მიზნით პარლამენტთან იქმნება და მოქმედებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო.

2. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს უფლებამოსილებანი და სტრუქტურა, აგრეთვე საბჭოს ძირითადი ფუნქციები განისაზღვრება „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და შესაბამისი დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს პარლამენტი.

3. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საშტატო განრიგს და მომსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.“.

    მუხლი 2.

ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი

მ.  მაჭავარიანი

თბილისი,

2007 წლის 7 დეკემბერი.

№5583_ IIს