რკ. "ჭოგნარის საკრედიტო კავშირი"-სთვის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე

  • Word
რკ. "ჭოგნარის საკრედიტო კავშირი"-სთვის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 688
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 16/09/2013
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/09/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
688
16/09/2013
ვებგვერდი, 17/09/2013
რკ. "ჭოგნარის საკრედიტო კავშირი"-სთვის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №688

2013 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

რკ „ჭოგნარის საკრედიტო კავშირისათვის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის 266 ბრძანებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის 66/04 ბრძანების საფუძველზე:

1. რკ „ჭოგნარის საკრედიტო კავშირს“ გაუუქმდეს არასაბანკო-სადეპოზიტო – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია.

2. რკ „ჭოგნარის საკრედიტო კავშირის ლიკვიდაცია დაიწყოს ამ განკარგულების გამოქვეყნებისთანავე.

3. რკ „ჭოგნარის საკრედიტო კავშირისლიკვიდატორად დაინიშნოს ნანა ბასილაძე (პირადი 21001004731).

4. ამ განკარგულების გამოცემის დღიდან რკ „ჭოგნარის საკრედიტო კავშირსეკრძალება ქონების მართვა და განკარგვა.

5. რკ „ჭოგნარის საკრედიტო კავშირისკრედიტორები ვალდებულნი არიან თავიანთი მოთხოვნები შესაბამისი ვალუტით თანხისა და ვალის საფუძვლის ჩვენებით წარუდგინონ ლიკვიდატორს განკარგულების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში. აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საფუძველზე განაწილება მოხდება მათი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად.

6. ყველა ის პირი, რომელიც ფლობს რკ „ჭოგნარის საკრედიტო კავშირისქონებას - მიკუთვნებულ რაიმე ნივთს , ან ვალდებულია მის მიმართ რისამე შესრულებისათვის, უნდა უზრუნველყოს ამ ნივთის დაბრუნება ან ვალდებულების შესრულება.

7. განკარგულება გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ინფორმაცია რკ „ჭოგნარის საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდაციის დაწყების თაობაზე 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

8. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე -12 კილომეტრი 6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

9. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

ვიცე - პრეზიდენტი                                        ოთარ ნადარაია