დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სააქციო საზოგადოების აქციონერთა კრების მოწვევის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 110 |
| დოკუმენტის მიმღები | სს"დარკვეთის საშენმასალათა კომბინატი" |
| მიღების თარიღი | 13/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/09/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
სააქციო საზოგადოება „დარკვეთის საშენმასალათა კომბინატის ” აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
სააქციო საზოგადოება „დარკვეთის საშენმასალათა კომბინატის“ სამეთვალყურეო საბჭო იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2013 წლის 8 ოქტომბერს , დღის 14 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. საჩხერე, საჩხერის გზატკეცილი №44.
სს „დარკვეთის საშენმასალათა კომბინატის ” სამეთვალყურეო საბჭოს მიერ კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2013 წლის 11 სექტემბერი.
დღის წესრიგი:
1. 2012 წლის სამეურნეო-საფინანსო შედეგების განხილვა-დამტკიცება;
2. სააქციო საზოგადოების ანგარიშზე მყოფი განუთავსებელი აქციების გაუქმება და შესაბამისად საწესდებო კაპიტალის და აქციათა რაოდენობის შემცირება;
3. ცვლილებები საზოგადოების წესდებაში და წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება.
დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „დარკვეთის საშენმასალათა კომბინატის“ დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებად, მოთხოვნა, წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე, კრებამდე 10 დღით ადრე.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან:
ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2010 წლის 11 სექტემბრის მდგომარეობით.
აქციონერთა კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს „დარკვეთის საშენმასალათა კომბინატის ” რეგისტრატორთან – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორი“, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მოსაშვილის №11, ტელ: 222-53-51, 225-15-60.
სს „დარკვეთის საშენმასალათა კომბინატის ”
დირექტორი: ა. აბესაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები