დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 237 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/09/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.017404 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 535) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. შემოსავლების ინდექსის გამოთვლა 1. შემოსავლების ინდექსი გამოითვლება ფორმულით: C4=K4,1In(1+Y4,1) სადაც: ა) K4,1 არის კოეფიციენტი; ბ) Y4,1 – არის Y 4,11 და Y4,12 –ის ჯამი: ბ.ა) Y 4,11 – გასულ თვეში ოჯახის ყველა წევრის ჯამური პირადი ფულადი შემოსავლების, გარდა სახელმწიფო პენსიისა, მათ შორის, გასული თვის წინა თვის ხელფასისა (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით) და გასულ 12 თვეში ოჯახის სხვა ჯამური ფულადი შემოსავლების 1/12 ნაწილის ჯამი; ბ.ბ) Y4,12 – ოჯახის თითოეული წევრის მიერ გასულ თვეში მიღებულ სახელმწიფო პენსიასა და 110-ს შორის მინიმალური მნიშვნელობების ჯამი.“. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილებით გათვალისწინებული ცვლილება გავრცელდეს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ იმ ოჯახებზე, რომელთა ოჯახის დეკლარაციები შეივსება 2013 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 ოქტომბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები