საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5569
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 45, 21/12/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.003.071
  • Word
5569
07/12/2007
სსმ, 45, 21/12/2007
200.000.000.05.001.003.071
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-12 მუხლის 26-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„26. დანაკლისი – სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ამ კოდექსის 110-ე მუხლის შესაბამისად ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება და შესაბამისად ინვენტარიზაცია ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ჩაითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, თუ უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილია დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა, დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი ნაკლებობა.“.

2. 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) 2010 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული შემოსავალი და დაქირავებული ფიზიკური პირისათვის გაცემული ანაზღაურება, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ამ ფიზიკური პირის მიერ ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 100 000 ლარს;“.

3. 172-ე მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) 2010 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგება, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ამ პირის მიერ აღნიშნული მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 100 000 ლარს;

ზ) 2010 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული მოგების ის ნაწილი, რომლის რეინვესტირებაც ხდება ამ საქმიანობის ფარგლებში;“.

4. 237-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 237. ელექტროენერგიის მიწოდების, აგრეთვე გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურების დაბეგვრა

2009 წლის 1 იანვრამდე ელექტროენერგიის მიწოდება, გარდა ელექტროენერგიის მომხმარებლისათვის მიწოდებისა (მათ შორის, სხვა მომხმარებლებისათვის შემდგომი მიწოდების მიზნით), აგრეთვე გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურება იბეგრება დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით. ამ მუხლის მიზნებისათვის სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შესყიდვა განიხილება, როგორც ელექტროენერგიის მიწოდების შემადგენელი ნაწილი.“.

5. 265-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) მსუბუქი ავტომობილის იმპორტი ამ კოდექსის 2705 მუხლის „ლ.დ“ და „ლ.ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად.“.

6. 2705 მუხლის:

ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) პირის მიერ ერთი დღე-ღამის განმავლობაში:

ლ.ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 06, 07, 08, 19 ჯგუფებისა და 0401–0406, 1601, 1702–1704, 2101–2102 სასაქონლო პოზიციების შესაბამისი ჯამური თანხით 500 ლარამდე ღირებულების, საერთო წონით არა უმეტეს 30 კგ-ისა კვების პროდუქტების იმპორტი (მხოლოდ ფიზიკური პირის მიერ, მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში);

ლ.ბ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–96 ჯგუფების შესაბამისი 1000 ლარამდე (ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანისას – 3000 ლარამდე) ღირებულების, 50 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

ლ.გ) 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის (სიგარილის) ან 250 გრამი თამბაქოს ან თამბაქოს დასახელებული ნაწარმის საერთო წონით არა უმეტეს 250 გრამისა იმპორტი (გარდა 18 წლამდე ასაკის პირის მიერ იმპორტირებულისა); 2 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლური სასმელის იმპორტი (გარდა 18 წლამდე ასაკის პირის მიერ იმპორტირებულისა);

ლ.დ) უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის მიერ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–96 ჯგუფების შესაბამისი 7500 ლარამდე ღირებულების საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის, ხოლო უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირისათვის – დამატებით მის მიერ პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის (ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალების, მაცივრის, კომპიუტერისა და ტელევიზორის) იმპორტი;

ლ.ე) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას ფიზიკური პირის მიერ საქონლის (მათ შორის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის, ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალების) იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

ლ.ვ) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–96 ჯგუფების შესაბამისი 1500 ლარამდე ღირებულების, 50 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;“;

ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) 2010 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს ნაწარმის ან/და ნედლეულის („ტრაბზონის“ ჯიშის თამბაქოს გარდა) იმპორტი;“.

7. 281-ე მუხლის:

ა) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. 2010 წლის 1 იანვრამდე პირებზე, რომლებიც ჟურნალ-გაზეთების გავრცელებას ახორციელებენ სპეციალიზებული ჯიხურებით, რომლებშიც იყიდება მხოლოდ ჟურნალები ან/და გაზეთები, არ ვრცელდება ამ კოდექსის 971 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებები.“;

ბ) 23-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23. 2008 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო პერიოდების მიხედვით ფიზიკური პირის ქვემოთ ჩამოთვლილ დასაბეგრ შემოსავლებზე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი შეადგენს 12%-ს:

ა) გრანტით მიღებული სახსრებიდან გრანტის მიმღები ორგანიზაციის მიერ გაცემული ანაზღაურება;

ბ) საქართველოში არსებული, დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებზე გაცემული ანაზღაურება;

გ) საერთაშორისო ხელშეკრულებებით სოციალური გადასახადისაგან გათავისუფლებული ანაზღაურება;

დ) სასამართლო გადაწყვეტილებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოთავსებული პირებისათვის გადახდილი თანხები;

ე) შრომისუნარიანობის დროებით დაკარგვის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ანაზღაურება;

ვ) სხვა ანაზღაურება, რომელიც 2007 წლის 31 დეკემბრისათვის საქართველოს კანონმდებლობით არ იბეგრებოდა სოციალური გადასახადით.“;

გ) 24-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 25-ე–27-ე ნაწილები:

„25. საშემოსავლო გადასახადის 25%-იანი და მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთები მოქმედებს 2008 წლის 1 იანვრიდან შემდგომ საგადასახადო პერიოდებზე, ამასთანავე, 2008 წლის 1 იანვრამდე დარიცხულ და გაუცემელ ხელფასებზე მოქმედებს საშემოსავლო გადასახადის 12%-იანი განაკვეთი.

26. 2008 წლის განმავლობაში:

ა) საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახდელები გადაიხდება 2007 წლის დასაბეგრი შემოსავლიდან სოციალური გადასახადის (გარდა ხელფასის სახით განაცემებზე კუთვნილი სოციალური გადასახადისა) გამოქვითვის გარეშე საშემოსავლო გადასახადის 25%-იანი განაკვეთის მიხედვით გადაანგარიშებული თანხებიდან;

ბ) მოგების გადასახადის მიმდინარე გადასახდელები გადაიხდება 2007 წლის დასაბეგრი მოგებიდან 15%-იანი განაკვეთის მიხედვით გადაანგარიშებული თანხებიდან.

27. ამ კოდექსის მე-12 მუხლის 26-ე ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2005 წლის      1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი                                                  ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 7 დეკემბერი.

№5569–IIს