„საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1050-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 280060000.05.001.017050
1050-Iს
06/09/2013
ვებგვერდი, 23/09/2013
280060000.05.001.017050
„საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 29.03.2005, მუხ. 68) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის) გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახის წევრს (წევრებს) საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფო აგარაკი ან/და პერსონალური სატრანსპორტო საშუალება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9

საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის) გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახის წევრს (წევრებს) შეუნარჩუნოს სახელმწიფო დაცვით სარგებლობის უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

6 სექტემბერი 2013 წ.

N1050-Iს