დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქალაქ თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2012 წლის 9 ოქტომბრის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 12/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მერის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/09/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260030.52.101.016103 |
|
,,ქალაქ თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2012 წლის 9 ოქტომბრის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,ქალაქ თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2012 წლის 9 ოქტომბრის №23 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 09/10/2012, სარეგისტრაციო კოდი 010260030.52.101.016065) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს ცვლილება:
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სამსახური არის ქ. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ქ. თბილისის მერიის ობიექტების, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბაღების, პარკებისა და სკვერების, ქ. თბილისის მერიის და ქ. თბილისის რაიონული გამგეობების შენობების უსაფრთხოებას. “; ბ) მე-6 მუხლის: ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ქ.თბილისის მერიის ობიექტების, ქ. თბილისში არსებული ბაღების, პარკების და სკვერების, ქ.თბილისის მერიის და ქ. თბილისის რაიონული გამგეობების შენობების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;“; ბ.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ქ. თბილისის მერიის ობიექტებში, ბაღებში, სკვერებში, პარკებში, ქ.თბილისის მერიის და რაიონული გამგეობების ადმინისტრაციულ შენობებში არეულობის ან სხვა სახის სამართალდარღვევათა აღკვეთის მიზნით სწრაფი რეაგირების მოხდენა;“; გ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სამსახური შედგება შვიდი განყოფილებისგან: ა) ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება; ბ) კონტროლის განყოფილება; გ) სწრაფი რეაგირების განყოფილება; დ) ქ. თბილისის მერიის ობიექტების დაცვის განყოფილება; ე) ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობის დაცვის განყოფილება; ვ) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბაღების, პარკების და სკვერების დაცვის განყოფილება; ზ) ქ. თბილისის რაიონული გამგეობების დაცვის განყოფილება.“; დ) მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ქ. თბილისის რაიონული გამგეობის დაცვის განყოფილება: ა) უზრუნველყოფს ქ. თბილისის რაიონული გამგეობის შენობის უსაფრთხოებასა და დაცვას; ბ) აკონტროლებს ქ. თბილისის რაიონული გამგეობის შენობას უცხო პირთა შეღწევის აღკვეთის მიზნით; გ) იცავს ქ. თბილისის რაიონული გამგეობის შენობაში განთავსებულ ქონებას; დ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის აწარმოებს ურთიერთობას მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები