დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5567 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 07/12/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 45, 21/12/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.240.080.05.001.003.069 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 13.02.2004, მუხ. 7) 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცეს მიწის (გარდა სარეკრეაციო ტერიტორიების, ქალაქ თბილისის და ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული მიწებისა) მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კატეგორიების შეცვლის ფუნქცია, ასევე საარქივო და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტები. მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის კანონმდებლობით გათვალისწინებული ის ფუნქციები და უფლებამოსილებანი, რომლებიც უკავშირდება მიწის კონსოლიდაციისა და ნიადაგის ხარისხობრივ შეფასებას (ნიადაგის ატლასები) და მათი მდგომარეობის თაობაზე ერთიანი ბანკის შექმნას, მიწის რაციონალურად გამოყენებას, ნაყოფიერების აღდგენასა და შენარჩუნებას, ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებას, გადაეცეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ის ფუნქციები და უფლებამოსილებანი, რომლებიც უკავშირდება მიწის მიზნობრივი გამოყენებისა და დაცვის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას, ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვისა და გამოყენების წესების შემუშავებას, დაბინძურებული და დეგრადირებული მიწის კონსერვაციის ღონისძიებების მომზადებას და მათ შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლს, ასევე ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე სახელმწიფო კონტროლს, სარეკრეაციო ტერიტორიების, ქალაქ თბილისის და ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული მიწების ერთი კატეგორიიდან სხვა კატეგორიაში გადაყვანას, კანონმდებლობით დადგენილი წესით მიწის ნაკვეთების გამოყოფაში, საზღვრების დადგენასა და გამიჯვნაში მონაწილეობის მიღებას, გადაეცეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2007 წლის 7 დეკემბერი.
№5567- IIს
დოკუმენტის კომენტარები