დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1046-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 06/09/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/09/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 200000000.05.001.017083 |
|
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 82-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ2“ ქვეპუნქტი: „ჰ2) საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად ჩამორთმეული საკუთრების სანაცვლო ანაზღაურება.“. 2. 99-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ“ ქვეპუნქტი: „ძ) საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად ჩამორთმეული საკუთრების სანაცვლო ანაზღაურებით მიღებული მოგება.“. 3. 199-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) იმ საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტის შესახებ ხელშეკრულებით, საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული წესით;“. მუხლი 2 1. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტები. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. |
ქუთაისი, 6 სექტემბერი 2013 წ. N1046-Iს |
დოკუმენტის კომენტარები