„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 304
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016564
304
16/09/2013
ვებგვერდი, 18/09/2013
200090000.22.033.016564
„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №304

2013 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში (სსმ, №172, 31.12.2010, 200090000.22.033.016105) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 371 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) ხარისხის კონტროლი - საგადასახადო ორგანოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განხორციელებული პროცედურები, რომლის მიზანია ალტერნატიული აუდიტის შედეგების საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის სამართლებრივი ანალიზი, ალტერნატიული აუდიტის ჩატარების ერთიანი მეთოდოლოგიის უზრუნველყოფა, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების ან შეუსაბამობების გამოვლენა. ხარისხის კონტროლის მიზნებისათვის, შემოწმების აქტს (მათ შორის, შუალედურ აქტს) აქვს საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტის სტატუსი.“.

2. 372 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

“11. აუდიტორის უფლებამოსილება და შესაბამისი კატეგორია ფიზიკურ პირს შესაძლებელია მიენიჭოს, თუ მან შემოსავლების სამსახურის მიერ ორგანიზებული აუდიტორთა შესარჩევი ტესტირების (შემდეგში - აუდიტორთა ტესტირება) გავლის შედეგად დააგროვა ტესტირების დადებითი შეფასებისათვის შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი საერთო საგამოცდო ქულების მინიმალური ოდენობა.

12. აუდიტორის უფლებამოსილება და შესაბამისი კატეგორია შესაძლებელია მიენიჭოს იურიდიულ პირს, რომელსაც დასაქმებული ჰყავს მინიმუმ 2 ფიზიკური პირი, რომლებმაც აუდიტორთა ტესტირების გავლის შედეგად დააგროვეს ტესტირების დადებითი შეფასებისათვის შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი საერთო საგამოცდო ქულების მინიმალური ოდენობა, ამასთან, შრომითი/მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე სამართლებრივ ურთიერთობაში არ იმყოფება ალტერნატიული აუდიტის განხორციელების უფლებამოსილების მქონე სხვა პირთან. იურიდიული პირისათვის უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, მასთან დასაქმებულ, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, ფიზიკურ პირს, უფლება არ აქვს დამოუკიდებლად განახორციელოს აუდიტორის უფლებამოსილება;”

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესამოწმებელ სუბიექტთა წლიური გეგმით განსაზღვრულ გადასახადის გადამხდელთა რაოდენობის გათვალისწინებით, განისაზღვრება წლის განმავლობაში ალტერნატიული აუდიტის განმახორციელებელ საჭირო პირთა ოდენობა.“;

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. პირისათვის აუდიტორის უფლებამოსილების და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების საკითხს იხილავს შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ შექმნილი კომისია (შემდეგში - კომისია), რომელიც ალტერნატიული აუდიტის განმახორციელებელი საჭირო პირთა ოდენობის გათვალისწინებით, შესაბამის წინადადებებს წარუდგენს შემოსავლების სამსახურის უფროსს. აუდიტორის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე განცხადებები საჭიროების შემთხვევაში შეიძლება განხილულ  იქნეს  წელიწადში ორჯერ - ივლისში და დეკემბერში.“.  

3. 3711 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ალტერნატიული აუდიტის მიერ გადასახადის გადამხდელისათვის შემოწმების აქტის (მათ შორის, შუალედური აქტის) წარდგენის შემთხვევაში:

ა) თუ გადასახადის გადამხდელი სრულად აღიარებს შემოწმების შედეგებს, მაშინ იგი შემოწმების აქტის წარდგენიდან 10 დღის ვადაში ვალდებულია განახორციელოს საგადასახადო ანგარიშგება №243 დანართის შესაბამისი განაცხადის საგადასახადო ორგანოში წარდგენით. განაცხადის ფორმა ივსება აუდიტორის მიერ და წარმოადგენს გადასახადების დარიცხვის/შემცირების საფუძველს. განაცხადის ფორმას ხელს აწერენ აუდიტორი და გადასახადის გადამხდელი;

 ბ) თუ გადასახადის გადამხდელი სრულად ან ნაწილობრივ არ აღიარებს შემოწმების შედეგებს და ითხოვს, მისი პრეტენზია განხილულ იქნეს მედიაციის პროცესზე, ასეთ შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშგება №243 დანართი, საგადასახადო ორგანოს წარედგინება შემოსავლების სამსახურის მედიაციის პროცესის დასრულებიდან 10 დღის ვადაში;

გ) პირს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIII კარით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება, თუ აუდიტორის დასკვნის შესაბამისად, განხორციელებულია საგადასახადო ანგარიშგება (მათ შორის, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში) დანართი №243 მიხედვით.”;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გადასახადის გადამხდელის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილი განაცხადის საფუძველზე, საგადასახადო ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შემოწმების აქტით (მათ შორის, შუალედური აქტით) განსაზღვრული გადასახად(ებ)ის დარიცხვის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების ფარგლებში ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილი აქტი გადაცემულია შესაბამისი სამსახურისათვის ხარისხის კონტროლის განსახორციელებლად, საგადასახადო ორგანო, გადასახად(ებ)ის დარიცხვის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს ხარისხის კონტროლის განხორციელების შემდგომ. დარიცხული გადასახად(ებ)ის შესახებ გადამხდელს ეგზავნება საგადასახდო მოთხოვნა. “;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ გადასახადის გადამხდელი სრულად ან ნაწილობრივ არ ეთანხმება შემოწმების აქტს (მათ შორის, შუალედურ აქტს) მას უფლება აქვს შემოწმების აქტის (მათ შორის, შუალედური აქტის) მიღებიდან 10 დღის ვადაში შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით დაიწყოს მედიაციის პროცესი. “;

დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. აუდიტორის მიერ ხარისხის კონტროლის ანალიზის შედეგებთან დაკავშირებით შედგენილი ანგარიშის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის ნორმები და გადასახადის გადამხდელის პრეტენზია შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს საქმიანობის წესის შესაბამისად განიხილება მაშინაც, თუ თავდაპირველად შედგენილი ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების შედეგები გადამხდელის მიერ სრულად ან ნაწილობრივ იყო აღიარებული.“;

4. 3715 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3715. ალტერნატიული აუდიტის მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა და კოორდინაცია, აუდიტორთა ტესტირება“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:

„6. შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, იმ ფიზიკური პირებისათვის, რომელთაც სურთ აუდიტორთა უფლებამოსილების მინიჭება, წელიწადში არანაკლებ ერთხელ ტარდება აუდიტორთა ტესტირება.

7. აუდიტორთა ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ფიზიკურ პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილ მოთხოვნებს. ტესტირების ჩატარების წესი, პირობები და ვადები განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ქვეყნდება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. პირს, რომელმაც წარმატებით გაიარა ტესტირება, გადაეცემა გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

5. წესის  №241 დანართი ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

 

„დანართი №241

 

სსიპ - შემოსავლების სამსახურის უფროსს

-----------------------------------------

 

პირის დასახელება

 

საიდენტიფიკაციო ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

განცხადება

ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების განხორციელების

უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

 

გთხოვთ, განიხილოთ -------------- (განმცხადებლის სახელი და გვარი/დასახელება და პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი) კანდიდატურა ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების განხორციელების უფლებამოსილების და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების მიზნით.

ამასთან, ვიღებ ვალდებულებას, რომ ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების განხორციელების უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, ალტერნატიული საგადასახადო შემოწმება განვახორციელო საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დანართის სახით წარმოგიდგენთ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ინფორმაციას და დოკუმენტებს.

დანართი --- ფურცელი.

 

 

ხელმოწერა -----------------                             თარიღი ------ “.

 

6. წესის  №243 დანართი ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

 

„დანართი №243

 

სსიპ - შემოსავლების სამსახურის

აუდიტის დეპარტამენტის უფროსს

 

-------------------------------------------------

-------------------------------------------------

გადასახადის გადამხდელის დასახელება

  -------------------------------------------------               

 

გადასახადის გადამხდელის ს/ნ (პ/ნ)

-----------------------------------------------------------------

აუდიტორის დასახელება    

-----------------------------------------------------------------

აუდიტორის ს/ნ (პ/ნ)

------------------------------------------------------------------

აუდიტორის წარმომადგენლის სახელი, გვარი

 საკონტაქტო ტელეფონი ------------------------

 

განაცხადი

ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების შედეგებზე

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ------------ (თარიღი) № ------- შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების -------(თარიღი) აქტის თანახმად, დამატებით დარიცხული/შემცირებული გადასახადის თანხა შეადგენს ------------ ლარს. აღნიშნული თანხიდან ვაღიარებ ----------- ლარის დარიცხვას/შემცირებას, დანართის შესაბამისად.

ამასთან, გაფრთხილებული ვარ და ვაცნობიერებ, რომ ალტერნატიული აუდიტის აქტით დარიცხულმა თანხამ, შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ხარისხის კონტროლს პროცედურების შედეგად, შესაძლოა განიცადოს კორექტირება.

 

აუდიტორის ხელმოწერა                                                         ---------------------------------     

 

გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა                                --------------------------------

 

თარიღი                                                                                        ------------------------------“.

 

 

განაცხადის დანართი

 

 

 

ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების შედეგად

დამატებით დარიცხული/შემცირებული თანხების შესახებ

 

 

 

             

 

გადასახადის გადამხდელის დასახელება

 

 

გადასახადის გადამხდელის ს/ნ

 

 

ალტერნატიული აუდიტის განმახორციელებელი პირის დასახელება

 

 

ალტერნატიული აუდიტის განმახორციელებელი პირის ს/ნ

 

 

საგადასახადო შეტყობინების თარიღი/ნომერი

 

 

 

შესამოწმებელი პერიოდი

 

 

 

ხელშეკრულების გაფორმების თარიღი

 

 

შემოწმების დაწყების და დასრულების თარიღი

 

 

 

აქტის შედგენის თარიღი

 

 

გადასახადის სახე

დარიცხვა/ შემცირება

დარიცხვის ან შემცირების თარიღი

ალტერნატიული აუდიტის შედეგად გამოვლენილი სხვაობა (ძირითადი გადასახადი)

გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებული თანხა    (ძირითადი გადასახადი)

ჯარიმა

 

1

2

3

4

5

6

7

 

1

მოგების/საშემოსავლო წლიური გადასახადი

დარიცხვა/ შემცირება

 

 

 

 

 

2

დარიცხვა/ შემცირება

 

 

 

 

 

3

დარიცხვა/ შემცირება

 

 

 

 

 

სულ მოგების გადასახადი

 

 

 

 

1

დღგ

დარიცხვა/ შემცირება

 

 

 

 

 

2

დარიცხვა/ შემცირება

 

 

 

 

 

3

დარიცხვა/ შემცირება

 

 

 

 

 

სულ დღგ-ი გადასახადი

 

 

 

 

1

საშემოსავლო გადასახადი

დარიცხვა/ შემცირება

 

 

 

 

 

2

დარიცხვა/ შემცირება

 

 

 

 

 

3

დარიცხვა/ შემცირება

 

 

 

 

 

სულ საშემოსავლო გადასახადი

 

 

 

 

1

მოგების/საშემოსავლო წლიური გადასახადის მიმდინარე გადასახდელები

დარიცხვა/ შემცირება

 

 

 

2

დარიცხვა/ შემცირება

 

 

 

3

დარიცხვა/ შემცირება

 

 

 
 

 

 

 

სულ დამატებით დასარიცხი ძირითადი გადასახადი

 

 

სულ დამატებით დასარიცხი ჯარიმა

 

 

დამატებით დასარიცხი თანხების ჯამი

 

 

სულ დამატებით დასარიცხი მიმდინარე გადასახადი

 

 

სულ შესამცირებელი მიმდინარე გადასახადი

 

 
 

 

 

 

                             

აუდიტორის ხელმოწერა                                                         ---------------------------------    

 

გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა                                --------------------------------

მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებამდე შესაბამისი უფლებამოსილებისა და კატეგორიის მქონე აუდიტორებს, შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, შესაძლებელია ჩუტარდეთ აუდიტორთა ტესტირება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური