დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2013 წლის გამოშვების 20 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო |
| მიღების თარიღი | 17/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/09/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 23/09/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.11.004.016020 |
3
17/09/2013
ვებგვერდი, 18/09/2013
220090000.11.004.016020
2013 წლის გამოშვების 20 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
|
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ და „ი” ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს: |
| მუხლი 1 |
2013 წლის 23 სექტემბრიდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნეს 2013 წლის გამოშვების 20 ლარის ნომინალის ბანკნოტები, როგორც კანონიერი საგადამხდელო საშუალება 2011 წლის გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტების იდენტური დიზაინისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით, გამოშვების წლით „2013“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ხელმოწერის ცვლილების გათვალისწინებით. |
| მუხლი 2 |
2013 წლის გამოშვების 20 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოიქცევა წინა წლების გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად. |
| მუხლი 3 |
საქართველოს ტერიტორიაზე 2013 წლის გამოშვების 20 ლარის ნომინალის ბანკნოტებით ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს შეუფერხებლად. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 23 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები