განჩინება შპს „კოლხის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
განჩინება შპს „კოლხის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/8772-2012
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 21/08/2013
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/09/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/8772-2012
21/08/2013
ვებგვერდი, 11/09/2013
განჩინება შპს „კოლხის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/8772-2012

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2013 წლი 21 აგვისტო

 

ქ. თბილისი

                      

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა შპს ,,კოლხის” კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს ,,კოლხის” მიმართ.

 2013 წლის 31 ივლისს შპს ,,კოლხის” მომრიგებელმა საბჭომ წარმოადგინა 2013 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება შპს ,,კოლხის” მიმართ რეაბილიტაციის პროცესის დაწყების შესახებ.

 სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნ ს შპს ,,კოლხის” კრედიტორთა კრება, რეაბილიტაციის პროცესის დაწყების, რეაბილიტაციის მმართველის არჩევის და რეაბილიტაციის გეგმის მომზადების დღის წესრიგით.

 სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-14, მე-19, 21-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 32-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოწვეულ იქნ ს შპს ,,კოლხის” კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

 1.1. რეაბილიტაციის პროცესის დაწყება.

 1.2. რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნა.

 1.3. რეაბილიტაციის გეგმის მომზადება.

2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნ ს 2013 წლის 25 სექტემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს №24 სხდომის დარბაზში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6).

3. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) განჩინების მხარეებისათვის გადაცემიდან ან განჩინების გაცნობიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე:       ლაშა ქოჩიაშვილი