„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 236
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/09/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 14/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.017403
236
11/09/2013
ვებგვერდი, 11/09/2013
010240010.10.003.017403
„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №236

2013 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის რე­გ­­­­­­ლა­­მენ­­ტის დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარ­ტის №54 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/03/2013, 0102400­­10.­­10.003.­­017218) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგე­ნი­­­ლე­ბით დამ­ტკი­­ცებული რეგ­ლამენტის 28‑ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. მთავ­რო­ბის საპარ­ლა­მენტო მდი­ვა­ნი უფლებამოსილია, მიიღოს ამ მუხ­ლის მე‑4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწ­ყვე­ტი­ლე­­ბა, თუ:

ა) კანონპროექტი ეხება კანონით გათვალისწინებული თარიღის (ვა­დის) ან  ტერმინოლოგიური ხასიათის ან სხვა სახის ტექნიკური ხასიათის ცვ­ლი­ლებას, თუ იგი არ ცვ­ლის კანონის ზოგად პრინციპსა და ძი­რი­თად დე­ბულებებს; 

ბ) კანონპროექტი შესაბამისობაში მოდის უპირატესი იურიდიული ძა­­ლის მქონე საქართველოს საკანონმდებლო აქტთან, საქართველოს კონს­ტიტუ­ციურ შე­თან­ხმებასთან ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკ­რუ­ლებასა და შე­თან­ხმებასთან;

გ) კანონპროექტი შესაბამისობაში მოდის საქართველოს საკონსტი­ტუ­ც­იო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან;

) კანონპროექტი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია თან­მდევი კა­ნონ­­­პრო­­­ექტის სახით, თუ ძირითადი კანონპროექტი უკვე გან­ხი­­­ლულ იქნა მთავ­­რო­­­ბის სხდომაზე და წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწი­ნააღმ­დე­გე­­ბა ძირითადი კა­ნონ­­პრო­ე­ქტის ზოგად პრინციპსა და ძი­რი­თად დე­­­­­­­­­ბუ­ლე­ბებს;

) კანონპროექტი ეხება კანონში დაშვებული ხარვეზის გამოს­წო­რე­ბას, თუ იგი არ ცვ­ლის კანონის ზოგად პრინციპსა და ძი­რითად დე­­­­­­­­­ბუ­ლე­ბებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი