„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5534
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 43, 12/12/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.04.001.003.068
  • Word
5534
04/12/2007
სსმ, 43, 12/12/2007
220.010.000.04.001.003.068
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995წ., №№27-30, მუხ. 642) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების საქმიანობას მათი საქმიანობის ლიცენზირების, რეგულირებისა და შემოწმების მეშვეობით, განახორციელოს კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმში მართვა და ლიკვიდაცია, აგრეთვე ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის ზედამხედველობა და რეგულირება მათი რეგისტრაციის, შემოწმებისა და მათ მიმართ მინიმალური მოთხოვნების დადგენის გზით;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) განახორციელოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაცია თავის მიერ დადგენილი წესით.“.

2. 59-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება:

ა) ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების საქმიანობას. იგი მოიცავს: ლიცენზიების გაცემასა და გაუქმებას; ნებისმიერი სახის შემოწმებასა და რეგულირებას; შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას; კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმში მართვასა და ლიკვიდაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) განახორციელოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაცია და ზედამხედველობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“;

ბ) მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ადმინისტრატორსა და ბუღალტერს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება; დააკისროს მათ ფულადი ჯარიმა და მოითხოვოს მათი თანამდებობიდან განთავისუფლება; კომერციულ ბანკს, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებასა და ვალუტის გადამცვლელ პუნქტს გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა; კომერციულ ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გაუუქმოს თავის მიერ გაცემული ლიცენზიები, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ვალუტის გადამცვლელ პუნქტს – რეგისტრაცია. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი, აგრეთვე ლიცენზიის გაცემის, რეგისტრაციისა და მათი გაუქმების წესები და პირობები განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნების-თანავე.

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი             ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 4 დეკემბერი.

№5534–IIს