„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21დეკემბრის №487 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21დეკემბრის №487 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 231
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 480350000.10.003.017399
231
09/09/2013
ვებგვერდი, 10/09/2013
480350000.10.003.017399
„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21დეკემბრის №487 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №231

2013 წლის 9 სექტემბერი

   ქ.თბილისი

 

„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №487 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №487 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2011, 480350000.10.003.016647)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ.“.

2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლის მე-7 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის თანათავმჯდომარე;

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე;

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი;

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტის) უფროსი;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი;

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე;

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი;

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი;

საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი.”.

3. დადგენილების მესამე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. დამტკიცდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის  დებულება.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია (შემდგომში - კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“;

ბ) მესამე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (შემდგომში - გაერო) წესდების VII თავის შესაბამისად გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციებით (შედგომში - გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა;“;

გ) მეოთხე მუხლის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებში მითითებული პირების ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე მიმართოს სასამართლოს;“;

ბ) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად, უცხო ქვეყნის ან/და ქვეყნის შიგნით არსებული კომპეტენტური ორგანოების დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე შეიმუშაოს ტერორიზმთან დაკავშირებულ პირთა სია და მასში მითითებული პირების ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე მიმართოს სასამართლოს;“;

„დ) კომისიაში შესული საჩვრები გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებიდან პირის ამოღების ან/და მის ქონებაზე ყადაღის მოხსნის შესახებ ან გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით დადგენილი სანქციების გაუქმების შესახებ განხილვისათვის გადაუგზავნოს გაეროს შესაბამის ორგანოს;“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მეოთხე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2134 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს მიმართოს იმ პირთა ქონების ყადაღისგან გათავისუფლების შუამდგომლობით, რომელთა ქონებას ყადაღა დაედო გაეროს წესდების VII თავის შესაბამისად მიღებული რეზოლუციების შესრულების მიზნით;“;

ე) მეხუთე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით  დადგენილი სანქციების შესრულების მიზნით, მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, კონკრეტულ პირებზე ან კონკრეტული სახელმწიფოების მოქალაქეებზე საქართველოს ვიზის ან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ნებართვის არგაცემის შესახებ;

ბ)  გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით დადგენილი სანქციების შესრულების მიზნით, მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, დროებითი შემოტანის ან/და გატანის ნებართვების გაცემაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ;“;

ვ) მეშვიდე მუხლის პირველი და მეოთხე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის თავმჯდომარე ან მის მიერ განსაზღვრული კომისიის წევრი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებში მითითებულ პირთა ქონებაზე ყადაღის დადების ან ქონების ყადაღისგან გათავისუფლების შესახებ.“;

„4. დაინტერესებული პირის შუამდგომლობის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ პირი, რომლის ქონებასაც ყადაღა დაედო, არ წარმოადგენს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში მითითებულ პირს, კომისია უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს აღნიშნული პირის ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე.“;

ზ) მერვე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით დადგენილი სანქციების შესასრულებ­ლად კომისიის სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, კონკრეტულ პირებზე ან კონკრეტული სახელ­მწიფოების მოქალაქეებზე საქართველოს ვიზის ან საქართველოს ტე­რიტორიაზე შემოსვლის ნებართვის არგაცემის შესახებ.

2. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით დადგენილი სანქციების შესასრულებ­ლად კომისიის სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქ­ვემ­დებარებული პროდუქციის იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრან­ზიტის, დროებითი შემოტანის ან/და გატანის ნებართვების გაცე­მაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ.“;

თ) მეცხრე მუხლის მეხუთე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით დადგენილი სანქციების სუბიექტის სა­ჩი­ვარს რეზოლუციებიდან ამოღების ან/და მის მიმართ გამოყენებული სანქციების გაუქმების შესახებ კომისიის თავმჯდომარე გონივრულ ვა­დაში უგზავნის გაეროს უშიშროების საბჭოს და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აც­ნო­ბებს საჩივრის ავტორს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი