„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები პროექტის ავტორი
მიღების თარიღი 09/09/2013
დოკუმენტის ტიპი ნორმატიული აქტების პროექტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016230
  • Word
0
09/09/2013
ვებგვერდი, 09/09/2013
000000000.00.00.016230
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
პროექტის ავტორი

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 

მუხლი 1. „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 2000 წელი, მუხ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

                                                                                               

1.      მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. დისციპლინური სამართალწარმოების კონფიდენციალურობა

1. დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი კონფიდენციალურია, თუ თავად მოსამართლე არ მოითხოვს მის გასაჯაროებას. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირები, სახელმწიფო მოხელეები და მათი დამხმარე პერსონალი ვალდებული არიან, დაიცვან ყველა ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა დისციპლინური სამართალწარმოების დროს, ამ კანონით დადგენილი შემთხვევების გარდა.

2. გადაწყვეტილება უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის, მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის შეწყვეტის ან შეჩერების, მოსამართლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ, ასევე ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ეგზავნება საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორს, თუ საერთო სასამართლოში აღარ მიმდინარეობს იმ საქმის განხილვა, რომელთან დაკავშირებითაც განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება.“.

 

2.      მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

3.      მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება შეიძლება დაიწყოს საქართველოს იუსტიციის უმაღლემა საბჭო.“.

 

4.      მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ან საბჭოს სხვა წევრი (ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის დავალებით – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელე) მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მიღებიდან 1 თვეში, წინასწარ ამოწმებს მის საფუძვლიანობას. წინასწარი შემოწმების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 2 კვირით ან შეჩერდეს წინასწარი შემოწმების შეუძლებლობის შემთხვევაში.“.

 

5.      მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წინასწარი შემოწმების შედეგებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი/საბჭოს სხვა წევრი წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც აფასებს დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობას და სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას დისციპლინური დევნის შეწყვეტის ან მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის თაობაზე.“;

 

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

6.      მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. დისციპლინური საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანება

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია თავისი გადაწყვეტილებით ერთ წარმოებად გააერთიანოს ერთი მოსამართლის მიმართ სხვადასხვა საფუძვლით წარმოებული ორი ან მეტი დისციპლინური საქმე.“.

 

7.      მე-12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დისციპლინური საქმის გამოკვლევა უნდა დასრულდეს მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 2 თვეში. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 1 თვით.“;

 

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უფლება აქვს, საერთო სასამართლოებიდან გამოითხოვოს შესაბამისი სასამართლო საქმე, გარდა განხილვის პროცესში მყოფი საქმისა.“.

 

8.                  მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დისციპლინური საქმის გამოკვლევის პროცესში წარმოიშვა ისეთი ობიექტური სირთულე ან დაბრკოლება (იმ მოსამართლის ავადმყოფობა, რომლის წინააღმდეგაც წარმოებს დისციპლინური დევნა, ან სხვა შემთხვევა), რომელიც დროებით შეუძლებელს ხდის ამ საქმის გამოკვლევას. ამ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავისი გადაწყვეტილებით აჩერებს დისციპლინური საქმის წარმოებას. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესო საბჭო ვალდებულია განაახლოს საქმის წარმოება;“.

 

 

9.      მე-14 და მე-15 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტა

მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს, თუ:

) დისციპლინური საქმის გამოკვლევის შედეგად მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი ან მისი ბრალეული ჩადენა არ დადასტურდა;

) მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების ვადა ამოიწურა;

) გაგზავნილი მასალის საფუძველზე მოსამართლის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა;

) არსებობს დისციპლინური სამართალწარმოების განმახორციელებელი ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია იმავე მოსამართლის მიმართ, იმავე საფუძვლით;

) მოსამართლეს შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება.

 

მუხლი 15. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა ან დისციპლინური დევნის შეწყვეტა

დისციპლინური საქმის გამოკვლევის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას დისციპლინური დევნის შეწყვეტის ან მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ.“.

 

10.  მე-17 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით.“;

 

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომაზე განიხილავს მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის, ასევე მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხს და ამ საკითხებთან დაკავშირებულ მასალებს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია სხდომაზე მოიწვიოს მოსამართლე. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, სხდომაზე შესაძლოა მოწვეული იქნეს საჩივრის (განცხადების) ავტორი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია მოისმინოს მოწვეული პირების ინფორმაცია და ახსნა-განმარტებები.“.

 

 

 

11.  მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმებისას ან დისციპლინური საქმის გამოკვლევისას უტყუარად დადგინდება მოსამართლის მიერ ისეთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, რომლისთვისაც მიზანშეუწონლად იქნება მიჩნეული მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უფლება აქვს შეწყვიტოს დისციპლინური სამართალწარმოება და მოსამართლეს მიმართოს კერძო სარეკომენდაციო ბარათით.“.

 

12.  30-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სადისციპლინო კოლეგიის სხდომები დახურულია, ხოლო დისციპლინური საქმის განხილვასთან დაკავშირებული ინფორმაცია – კონფიდენციალური, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. სადისციპლინო კოლეგიის წევრი და დისციპლინური ბრალდების წარმდგენი პირი ვალდებული არიან დაიცვან ამ ინფორმაციის კონფიდენციალობა.“.

 

13.  31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 31. დისციპლინური საქმის განხილვის ვადა

სადისციპლინო კოლეგია დისციპლინურ საქმეს განიხილავს მისი მიღებიდან არა უგვიანეს სამ თვეში.“.

 

14.  34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სადისციპლინო კოლეგიის წევრი ვალდებულია ჩამოსცილდეს დისციპლინური საქმის განხილვას, თუ მის მიერ ან მისი მონაწილეობით გამოტანილი სასამართლოს განჩინება, დადგენილება ან კერძო განჩინება ანდა მისი მოხსენებითი ბარათი საფუძვლად დაედო მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრას.“.

 

15.  35-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს უფლება აქვს, სადისციპლინო კოლეგიის წევრს ან კოლეგიის მთელ შემადგენლობას მისცეს აცილება. იგი ვალდებულია დაასახელოს და დაასაბუთოს აცილების მოტივი. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს აგრეთვე უფლება აქვს, აცილება მისცეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს, რომელიც მის საქმეზე დისციპლინური ბრალდების მხარდამჭერად არის დანიშნული.“.

 

16.  36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა ამოწურულია, სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და ეს გადაწყვეტილება აცნობოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, აგრეთვე იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც აღძრულია დისციპლინური დევნა.“.

 

17.  37-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ დისციპლინური საქმის მასალების მიხედვით მოსამართლის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა აშკარაა, სადისციპლინო კოლეგია არ იწყებს საქმის განხილვას, აჩერებს დისციპლინური საქმის წარმოებას, საქმის მასალებს უგზავნის შესაბამის ორგანოს და ამის შესახებ აცნობებს მოსამართლეს, რომლის მიმართაც აღძრულია დისციპლინური დევნა, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.“.

 

18.  38-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სადისციპლინო კოლეგიამ საქმის განხილვის ადგილი, დღე და საათი დროულად უნდა აცნობოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მის წარმომადგენელს, აგრეთვე მოსამართლეს, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია დისციპლინური საქმე.“.

 

19.  39-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მოხსენების მოსმენის შემდეგ სიტყვა ეძლევათ მხარეებს, პირველად – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს დისციპლინური ბრალდების წასაყენებლად, შემდეგ – დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს წაყენებულ ბრალდებაზე საპასუხოდ. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს უფლება აქვს, ისარგებლოს დამცველის დახმარებით. მას შეუძლია დამცველად მიიწვიოს ადვოკატი, ნებისმიერი მოსამართლე ან სხვა წარმომადგენელი.“.

 

20.  41-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დისციპლინური საქმის განხილვისას სადისციპლინო კოლეგიის სხდომაში დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლის მონაწილეობა სავალდებულოა. თუ რომელიმე მხარე სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე არ გამოცხადდა, კოლეგია ვალდებულია გადადოს საქმის მოსმენა არა უმეტეს 2 კვირით. ეს ვადა არ ჩაითვლება სადისციპლინო კოლეგიის მიერ საქმის განხილვის სამთვიან ვადაში.“;

 

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლე მძიმე ავადმყოფობის ან სხვა დაუძლეველი ძალის გამო ვერ ცხადდება სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე, კოლეგია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით შეაჩეროს დისციპლინური საქმის წარმოება ოთხ თვემდე ვადით. ეს ვადა არ ჩაითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ხუთ წლიან ვადაში. თუ ამ ვადაში საქმის წარმოების შეჩერების მიზეზები არ აღმოიფხვრება, სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია განიხილოს საქმე მოსამართლის დაუსწრებლად.“.

 

 

 

21.  42-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს უფლება აქვს, დისციპლინური საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე (კოლეგიის სათათბირო ოთახში გასვლამდე) მოხსნას მოსამართლისათვის წაყენებული დისციპლინური ბრალდება. ამ შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია განხილვის ეტაპის მიუხედავად შეწყვიტოს საქმის განხილვა და, შესაბამისად, – დისციპლინური საქმე.“.

 

22.  43-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქმის დროებით შეჩერების ვადა არ ჩაითვლება სადისციპლინო კოლეგიის მიერ საქმის განხილვის სამთვიან ვადაში.“.

 

23.  45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 45. საქმის შესახებ არსებითი გადაწყვეტილების მიღება

სადისციპლინო კოლეგია ადგენს, ჩაიდინა თუ არა მოსამართლემ ქმედება, რომლისთვისაც მას წარედგინა დისციპლინური ბრალდება, და ამ კანონის შესაბამისად არის თუ არა ეს ქმედება დისციპლინური გადაცდომა. სადისციპლინო კოლეგია ასევე ადგენს, მიუძღვის თუ არა მოსამართლეს ბრალი დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში. მხოლოდ სამივე ამ გარემოების არსებობისას არის სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლის ბრალეულად ცნობის და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ.“.

 

24.  46-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

 

25.  49-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეს დისციპლინური ბრალდება მოუხსნა;“;

 

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სადისციპლინო კოლეგიის მიერ გაგზავნილი მასალების საფუძველზე მოსამართლის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, ანდა სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაიწყო მოსამართლის ბრალის, ან იმ ფაქტების დაუდასტურებლობის გამო, რომლებიც საფუძვლად დაედო დისციპლინურ ბრალდებას.“.

 

26.  51-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კერძო სარეკომენდაციო ბარათი არის სადისციპლინო კოლეგიის წერილი დისციპლინური დარღვევის ჩამდენი მოსამართლისადმი, სადაც უარყოფითად არის შეფასებული ამ მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი. ბარათში აგრეთვე მოცემულია სადისციპლინო კოლეგიის რეკომენდაცია დარღვევების აღმოფხვრის, მოსამართლის მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებული სირთულეებისა და პრობლემების დაძლევის გზებისა და საშუალებების შესახებ.

3. კერძო სარეკომენდაციო ბარათის შინაარსი კონფიდენციალურია. ბარათი ეგზავნება მხოლოდ დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ მოსამართლესა და საჩივრის (განცხადების) ავტორს. საჩივრის (განცხადების) ავტორი ვალდებულია ხელი მოაწეროს ხელწერილს კერძო სარეკომენდაციო ბარათის შინაარსის გაუმჟღავნებლობაზე. კერძო სარეკომენდაციო ბარათის ასლის სხვა ორგანოს ან თანამდებობის პირისათვის გაგზავნა დაუშვებელია. ბარათის ასლი თან ერთვის დისციპლინურ საქმეს დალუქული პაკეტის სახით. მისი გახსნა შეიძლება მხოლოდ მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში საქმის სადისციპლინო კოლეგიაში განხილვის დროს.“.

 

27.  56-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სადისციპლინო კოლეგია ითვალისწინებს, რომ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება არის უკიდურესი ღონისძიება და იგი გამოიყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში. სადისციპლინო კოლეგია მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, თუ იგი კონკრეტული დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის, რაოდენობის, აგრეთვე წარსულში ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გათვალისწინებით მიზანშეუწონლად მიიჩნევს ამ მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების გაგრძელებას.“.

 

28.              57-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი ორგანოს დასახელება;“;

 

29.  58-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სადისციპლინო კოლეგიის მიერ დისციპლინური საქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ასლები მისი მიღებიდან 5 დღეში ეგზავნება მოსამართლეს, რომლის მიმართაც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციასა და საჩივრის (განცხადების) ავტორს.“.

 

30.  მე-60 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჩივარი სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე სადისციპლინო კოლეგიაში შეიტანება 30 დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება უშუალოდ სადისციპლინო კოლეგიაში ან მისი ფოსტის მეშვეობით გაგზავნა.

3. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს საბჭოს სხდომაზე სრული შემადგენლობის 2/3-ით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს თავისი წარმომადგენლის მეშვეობით.“.

 

31.  63-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

 

32.  64-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სადისციპლინო პალატა სადისციპლინო საქმეს განიხილავს საჩივრის წარმოებაში მიღებიდან 3 თვის განმავლობაში. ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში საქმის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ შეიძლება გააგრძელოს 1 თვით.“.

 

33.  74-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილების ასლი ეგზავნება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, პროცესის მხარეებს, მათ წარმომადგენლებსა და საჩივრის (განცხადების) ავტორს.“.  

 

34.  მე-80 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირი, რომელიც დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის ამ კანონით დადგენილი წესით განთავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან, კარგავს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლებას.“.

 

35.  85-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 85. მოსამართლის დაწინაურების შეზღუდვა

1. მოსამართლეს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს დისციპლინური სამართალწარმოება ან თუ მის მიმართ დისციპლინური სახდელი გაქარწყლებული არ არის, ეზღუდება თანამდებობრივი დაწინაურების უფლება.

2. შესაბამისმა ორგანომ ან თანამდებობის პირმა არ უნდა გაამწესოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში მოსამართლე, თუ მის მიმართ მიმდინარეობს დისციპლინური სამართალწარმოება ან თუ მის მიმართ დისციპლინური სახდელი გაქარწყლებული არ არის.“.

 

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული დისციპლინური სამართალწარმოების საქმეები დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით.

 

მუხლი 3 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                           მ. სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

განმარტებითი ბარათი

 

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე “ საქართველოს კანონის პროექტზე

 

 

) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ

. ) კანონპროექტის მიღების მიზეზი :

კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიების შექმნის აუცილებლობითა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინების საჭიროებით. ასევე ცვლილებების მიზეზს წარმოადგენს ის სტატისტიკ, რომელიც მიუთითებს მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური დევნის ოდენობის ზრდასა და მის შედეგებზე.

გარდა ამისა, კანონპროექტის მიღების მიზეზია კანონში არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და პროცედურული საკითხების დახვეწის, დისციპლინური სამართალწარმოების ეტაპების ოპტიმიზაციის აუცილებლობა, რაც ქმნიდა დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის გაჭიანურებისა და არაერთგვაროვანი მიდგომების არსებობის შესაძლებლობას.

 

. ) კანონპროექტის მიზანი :

კანონპროექტის მიზანია შექმნას მოსამართლეთა დაცვის დამატებითი გარანტიები, დახვეწოს დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი, მოახდინოს მისი ეტაპების ოპტიმიზაცია და უზრუნველყოს დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის გამჭვირვალობა.

კანონპროექტის მიხედვით, მოსამართლეს, რომელიც თვლის, რომ მისი უფლებები ირღვევა, უფლება უნდა ჰქონდეს გაასაჯაროვოს მის მიმართ წარმოებული დისციპლინური საქმისწარმოება, რაც დამატებით გარანტიას ქმნის მოსამართლის უფლებების დაცვისათვის. ამით ასევე მიიღწევა დისციპლინური სამართალწარმოების ერთგვაროვნებისა და პროცესზე საზოგადოებრივი კონტროლი მიზანი.

კანონის ცვლილება, რომლითაც დისციპლინურ კოლეგიას ერთმევა უფლება წარდგინებით მიმართოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სრულიად ახალი დარღვევის თაობაზე, რომელზეც მხარე არ დავობს, დისციპლინურ კოლეგიას აიძულებს იყოს მიუკერძოებელი არბიტრი და არა ინკვიზიციური ნიშნების მატარებელი ორგანო. კანონპროექტის მიხედვით სადისციპლინო კოლეგიას ასევე ერთმევა უფლებამოსილება შეცვალოს მოსამართლის ქმედების კვალიფიკაცია.

კანონპროექტის თანახმად, მხოლოდ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო რჩება დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილ ორგანოდ. საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეებს აღარ ექნებათ მსგავსი უფლებამოსილება, რაც ხელს შეუწყობს მოსამართლეთა თანასწორობის პრინციპის დამკვიდრებას.

მოქმედი კანონმდებლობით დისციპლინური სამართალწარმოების საქმის წინასწარი შემოწმების შედეგად დისციპლინური დევნის შეწყვეტის ან დევნის გაგრძელებისა და საქმის საფუძვლიანად გამოკვლევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, რომელსაც ამტკიცებს საბჭო.  ამასთან, დისციპლინური საქმის გამოკვლევის დასრულების შემდეგ მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მის მიმართ დისციპლინური დევნის შეწყვეტის შესახებ წინადადებით საბჭოს მიმართავს კვლავ მდივანი. ცვლილებების განხორციელების შემდეგ აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებას უშუალოდ მიიღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

კანონპროექტის მიზანია დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში დადგენილი ვადების ოპტიმიზაცია.

გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტი შემუშავებულია კანონში არსებული ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრისა და თუ პროცედურული საკითხების მოწესრიგების მიზნით.

 

. ) კანონპროექტის ძირითადი არსი :

კანონის მე-5 მუხლის ახალი რედაქციით შესაძლებელი იქნება დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი გახდეს საჯარო, თუ ამას მოსამართლე მოითხოვს.

კანონპროექტით წარმოდგენილი მე-6 მუხლის ცვლილების შემდეგ მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საბაბი აღარ იქნება სადისციპლინო კოლეგიის წარდგინება მოსამართლის მიმართ ახალი საფუძვლით დისციპლინური დევნის აღძვრის შესახებ. გარდა ამისა, კანონის 45-ე მუხლის ცვლილებით, სადისციპლინო კოლეგია აღარ იქნება უფლებამოსილი შეცვალოს მოსამართლის ქმედების კვალიფიკაცია.

კანონპროექტით გათვალისწინებული მე-7 მუხლის ახალი რედაქციის თანახმად, დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება მიენიჭება მხოლოდ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ანალოგიური უფლებამოსილება აღარ ექნებათ. სასამართლოების თავმჯდომარეებს.

კანონის დღეს მოქმედი რედაქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, წინასწარი შემოწმების შედეგად დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობას აფასებს და გადაწყვეტილებას დისციპლინური დევნის შეწყვეტის ან მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ხოლო შემდგომ ეტაპზე - ამტკიცებს საბჭო. დისციპლინური სამართალწარმოების ეტაპების ოპტიმიზაციის მიზნით, აღნიშნული უფლებამოსილება მდივანს აღარ ექნება. ამავე მიზნის მისაღწევად მდივანს აღარ ექნება კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება, რაც გულისხმობს დისციპლინური საქმის გამოკვლევის დასრულების შემდეგ, დისციპლინური დევნის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის წინადადებით მიმართვას მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მის მიმართ დისციპლინური დევნის შეწყვეტის შესახებ. კანონპროექტით წარმოდგენილი მე-15 მუხლის ახალი რედაქციის თანახმად, დისციპლინური საქმის გამოკვლევის დასრულების შემდეგ დისციპლინური დევნის შეწყვეტის ან მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილებას უშუალოდ მიიღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით, მე-15 მუხლითა და მე-60 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს მიიღებს 2/3-ის უმრავლესობით.

კანონპროექტით მე-16 მუხლის პირველი პუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტისა და 56-ე მუხლის პირველი პუნქტის ცვლილებით იქმნება დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში მოსამართლეთა დაცვის დამატებითი გარანტიები, კერძოდ, დგინდება, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომაზე, სადაც განიხილება მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხი და ამ საკითხებთან დაკავშირებული მასალები, მოწვეული უნდა იქნეს მოსამართლე, კანონში ასევე აღინიშნება, რომ სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია გაითვალისწინოს, რომ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება არის უკიდურესი ღონისძიება და იგი გამოიყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში.

იცვლება დისციპლინური სამართალწარმოების ვადები. დისციპლინური საქმის გამოკვლევის 1 თვიანი ვადა იზდება 2 თვემდე. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შესაძლებელი იქნება გაგრძელდეს არა უმეტეს 1 თვით, ნაცვლად 2 კვირისა.

სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვის ვადა გახდება 3 თვე, ნაცვლად 2 თვისა.

დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლის მიმართ მძიმე ავადმყოფობის ან სხვა დაუძლეველი ძალის გამო დისციპლინური საქმის წარმოება შეიძლება შეჩერდეს ოთხ თვემდე, ნაცვლად სამი თვისა.

საჩივრის შეტანა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე შესაძლებელი იქნება 30 დღის ვადაში, ნაცვლად 10 დღისა.

სადისციპლინო პალატა სადისციპლინო საქმეს განიხილავს საჩივრის წარმოებაში მიღებიდან 3 თვის განმავლობაში, ნაცვლად 1 თვისა.

დისციპლინური სამართალწარმოების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასლები გაეგზავნება საჩივრის (განცხადების) ავტორსაც. 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის ცვლილებით კი კერძო სარეკომენდაციო ბარათი, მიუხედავად იმისა, რომ ის კონფიდენციალური დოკუმენტია, გაეგზავნება საჩივრის (განცხადების) ავტორსაც, თუმცა, იგი ვალდებული იქნება ხელი მოაწეროს ხელწერილს კერძო სარეკომენდაციო ბარათის შინაარსის გაუმჟღავნებლობაზე.

კანონპროექტით 85-ე მუხლის ცვლილებით სამსახურებრივი დაწინაურების უფლება ეზღუდება იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს დისციპლინური სამართალწარმოება.

 

ბ)  კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.

 

 

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.

 ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:

კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

არ იწვევს ფინანსურ შედეგებს.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას.

 

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან  

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან :

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება  ევროკავშირის დირექტივებს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან :

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან :

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს.

 

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციები იქნა გავლილი საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან, შესაბამის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭცვირვალობა - საქართველო და სხვ.). 

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

 

 

ე) კანონპროექტის ავტორი:

კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

 

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:                        

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონ ის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია , რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება

 

მუხლი 5. დისციპლინური სამართალწარმოების კონფიდენციალურობა

1. დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი კონფიდენციალურია. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირები, სახელმწიფო მოხელეები და მათი დამხმარე პერსონალი ვალდებული არიან, დაიცვან ყველა ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა დისციპლინური სამართალწარმოების დროს, ამ კანონით დადგენილი შემთხვევების გარდა.

2. გადაწყვეტილება უფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის, მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის შეწყვეტის ან შეჩერების, მოსამართლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ, ასევე ამ კანონის 48- მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ეგზავნება საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორს, თუ საერთო სასამართლოში აღარ მიმდინარეობს იმ საქმის განხილვა, რომელთან დაკავშირებითაც განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება.

 

მუხლი 6. დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საბაბი

1. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საბაბი შეიძლება იყოს:

) ნებისმიერი პირის საჩივარი ან განცხადება, გარდა ანონიმური საჩივრისა ან განცხადებისა;

) სხვა მოსამართლის, სასამართლოს ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელის მოხსენებითი ბარათი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ;

) გამოძიების ორგანოს შეტყობინება;

) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია მოსამართლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს;

) სადისციპლინო კოლეგიის წარდგინება მოსამართლის მიმართ ახალი საფუძვლით დისციპლინური დევნის აღძვრის შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტში მითითებული საჩივარი (განცხადება) უნდა უპასუხებდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით. მისი წარდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფორმით.

 

 

მუხლი 7. დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება

1. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება შეიძლება დაიწყოს:

) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ (ან მისი მოვალეობის შემსრულებელმა) – საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სააპელაციო სასამართლოს, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეთა მიმართ;

) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ (ან მისი მოვალეობის შემსრულებელმა) – შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის მიმართ;

) საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომსაქართველოს საერთო სასამართლოების ყველა მოსამართლის მიმართ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტისდაქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილების მქონე სუბიექტი დისციპლინური დევნის შემდგომი მსვლელობის უზრუნველსაყოფად შესაბამის მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

 

მუხლი 8. დისციპლინური სამართალწარმოების დაწყება და წინასწარი შემოწმება

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ან საბჭოს სხვა წევრი (ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის დავალებითიუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელე) მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მიღებიდან 2 თვეში, წინასწარ ამოწმებს მის საფუძვლიანობას. წინასწარი შემოწმების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 2 კვირით ან შეჩერდეს წინასწარი შემოწმების შეუძლებლობის შემთხვევაში.

2. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას შეიძლება საფუძვლად დაედოს ის გარემოებები, რომლებიც მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივარში, განცხადებაში ან სხვა ინფორმაციაში მითითებული არ ყოფილა და რომლებიც წინასწარი შემოწმების დროს გამოვლინდა.

3. დაუშვებელია ერთი და იმავე მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განმეორებით დაწყება იმავე საფუძვლით, რომლითაც უკვე განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება.

4. დისციპლინური სამართალწარმოების დროს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.

 

მუხლი 9. დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობის შეფასება

1. წინასწარი შემოწმების შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი აფასებს დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობას და იღებს გადაწყვეტილებას დისციპლინური დევნის შეწყვეტის ან მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის თაობაზე.

2. მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს დისციპლინური დევნის საფუძველი ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტის მითითებით.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გადაწყვეტილება დისციპლინური დევნის შეწყვეტის თაობაზე განსახილველად წარედგინება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების დაუმტკიცებლობის შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი განაახლებს დისციპლინურ დევნას და იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის თაობაზე.

 

მუხლი 11. დისციპლინური საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანება

შესაბამისი ორგანო ან თანამდებობის პირი უფლებამოსილია თავისი გადაწყვეტილებით ერთ წარმოებად გააერთიანოს ერთი მოსამართლის მიმართ სხვადასხვა საფუძვლით წარმოებული ორი ან მეტი დისციპლინური საქმე.

 

მუხლი 12. დისციპლინური საქმის გამოკვლევა

1. დისციპლინური საქმის გამოკვლევა უნდა დასრულდეს მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვეში. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 კვირით.

2. ახსნა-განმარტება ჩამოერთმევა იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც წარმოებს დისციპლინური დევნა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია ახსნა-განმარტება ჩამოართვას საჩივრის (განცხადების) ავტორს. დისციპლინური საქმის მწარმოებელი ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტი და მასალა, მიიწვიოს სხვა პირი და მოისმინოს მისი ინფორმაცია. ის ვალდებულია განიხილოს იმ მოსამართლის შუამდგომლობა, რომლის მიმართაც აღძრულია დისციპლინური დევნა, და მისი მოთხოვნის შემთხვევაში ჩამოართვას მას დამატებითი ახსნა-განმარტება.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს უფლება აქვს, საერთო სასამართლოებიდან გამოითხოვოს შესაბამისი სასამართლო საქმე, გარდა განხილვის პროცესში მყოფი საქმისა.

4. დისციპლინური სამართალწარმოების დროს აკრძალულია მოსამართლის მიერ გამოტანილი სასამართლო აქტის კანონიერების შემოწმება.

 

მუხლი 13. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერება

1. დისციპლინური საქმის წარმოება შეჩერდება, თუ:

) დისციპლინური საქმის გამოკვლევის მასალები აშკარად მიუთითებს მოსამართლის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. ამ შემთხვევაში დისციპლინური საქმის მასალები ეგზავნება საგამოძიებო ორგანოს;

) დისციპლინური საქმის გამოკვლევის პროცესში წარმოიშვა ისეთი ობიექტური სირთულე ან დაბრკოლება (იმ მოსამართლის ავადმყოფობა, რომლის წინააღმდეგაც წარმოებს დისციპლინური დევნა, ან სხვა შემთხვევა), რომელიც დროებით შეუძლებელს ხდის ამ საქმის გამოკვლევას. ამ შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი გადაწყვეტილებით აჩერებს დისციპლინური საქმის წარმოებას. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი ვალდებულია განაახლოს საქმის წარმოება;

) (ამოღებულია – 27.03.2012, №5922).

2. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების პერიოდი არ ჩაითვლება ამ კანონით დისციპლინური საქმის გამოკვლევისათვის დადგენილ ვადაში, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ერთწლიან ვადაში, მაგრამ გათვალისწინებული იქნება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის ამ კანონით დადგენილ ხუთწლიან ვადაში.

 

მუხლი 14. დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტა

მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო ან თანამდებობის პირი იღებს, თუ:

) დისციპლინური საქმის გამოკვლევის შედეგად მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი ან მისი ბრალეული ჩადენა არ დადასტურდა;

) მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების ვადა ამოიწურა;

) გაგზავნილი მასალის საფუძველზე მოსამართლის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა;

 ) არსებობს დისციპლინური სამართალწარმოების განმახორციელებელი ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია იმავე მოსამართლის მიმართ, იმავე საფუძვლით;

) მოსამართლეს შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება.

 

მუხლი 15. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა ან დისციპლინური დევნის შეწყვეტა

1. დისციპლინური საქმის გამოკვლევის დასრულების შემდეგ, დისციპლინური დევნის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს წინადადებით მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მის მიმართ დისციპლინური დევნის შეწყვეტის შესახებ.

2. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი ორგანო უფლებამოსილია არ დაეთანხმოს წინასწარი შემოწმების შედეგებს მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ და მიიღოს საპირისპირო გადაწყვეტილება. ის აგრეთვე უფლებამოსილია არ დაეთანხმოს შემოწმების იურიდიულ შეფასებებს, მოკვლეული ფაქტობრივი მასალების გათვალისწინებით შეცვალოს მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საფუძველი.

 

 

 

 

მუხლი 17. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებსსაერთო სასამართლოების შესახებსაქართველოს ორგანული კანონით და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. დისციპლინური საკითხების განხილვისას სხდომას თავმჯდომარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

3. (ამოღებულია - 01.05.2013, №581).

4. დისციპლინური საკითხის განხილვის მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომაზე განიხილავს მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის, ასევე მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხს და ამ საკითხებთან დაკავშირებულ მასალებს. მას უფლება აქვს სხდომაზე მიიწვიოს მოსამართლე, საჩივრის (განცხადების) ავტორი, მოისმინოს მათი ინფორმაცია და ახსნა-განმარტებები.

 

მუხლი 19. მოსამართლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა

1. თუ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმებისას ან დისციპლინური საქმის გამოკვლევისას უტყუარად დადგინდება მოსამართლის მიერ ისეთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, რომლისთვისაც მიზანშეუწონლად იქნება მიჩნეული მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა, შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს უფლება აქვს შეწყვიტოს დისციპლინური სამართალწარმოება და მოსამართლეს მიმართოს კერძო სარეკომენდაციო ბარათით.

2. კერძო სარეკომენდაციო ბარათის შინაარსი და ტექსტი კონფიდენციალურია.

3. კერძო სარეკომენდაციო ბარათს ხელს აწერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

 

მუხლი 30. სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის პრინციპები

1. სადისციპლინო კოლეგია საქმის განხილვისას მოქმედებს როგორც სასამართლო. (ძალადაკარგულია) [ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2004 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება №1/3/209, 276-სსმIV, №31, 06.07.2004., გვ.2]

2. სადისციპლინო კოლეგიაში დისციპლინური საქმე განიხილება კოლეგიურად. სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება კოლეგიის არანაკლებ 3 წევრი.

3. სადისციპლინო კოლეგია დისციპლინურ საქმეს განიხილავს მიუკერძოებლად და ობიექტურად, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე.

4. სადისციპლინო კოლეგიის სხდომები დახურულია, ხოლო დისციპლინური საქმის განხილვასთან დაკავშირებული ინფორმაციაკონფიდენციალური. სადისციპლინო კოლეგიის წევრი და დისციპლინური ბრალდების წარმდგენი პირი ვალდებული არიან დაიცვან ამ ინფორმაციის კონფიდენციალობა.

 

მუხლი 31. დისციპლინური საქმის განხილვის ვადა

სადისციპლინო კოლეგია დისციპლინურ საქმეს განიხილავს მისი მიღებიდან არა უგვიანეს ორ თვეში.

 

მუხლი 34. სადისციპლინო კოლეგიის წევრის დისციპლინური საქმისაგან ჩამოცილება

1. სადისციპლინო კოლეგიის წევრი ვალდებულია ჩამოსცილდეს დისციპლინური საქმის განხილვას, თუ არსებობს ისეთი გარემოება, რომელიც მას ხელს შეუშლის ამ საქმის მიუკერძოებლად და ობიექტურად განხილვაში.

2. სადისციპლინო კოლეგიის წევრი ვალდებულია ჩამოსცილდეს დისციპლინური საქმის განხილვას, თუ მის მიერ ან მისი მონაწილეობით გამოტანილი სასამართლოს განჩინება, დადგენილება, კერძო განჩინება, სადისციპლინო კოლეგიის წარდგინება, ანდა მისი მოხსენებითი ბარათი საფუძვლად დაედო მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრას.

                       

მუხლი 35. სადისციპლინო კოლეგიის აცილება

1. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს, აგრეთვე დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი ორგანოს წარმომადგენელს უფლება აქვს, სადისციპლინო კოლეგიის წევრს ან კოლეგიის მთელ შემადგენლობას მისცეს აცილება. იგი ვალდებულია დაასახელოს და დაასაბუთოს აცილების მოტივი. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს აგრეთვე უფლება აქვს, აცილება მისცეს მისი დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი ორგანოს წარმომადგენელს, რომელიც მის საქმეზე დისციპლინური ბრალდების მხარდამჭერად არის დანიშნული.

2. შუამდგომლობას სადისციპლინო კოლეგიის, მისი წევრის ან ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის აცილების შესახებ განიხილავს სადისციპლინო კოლეგია სათათბირო ოთახში.

3. აცილების შესახებ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, თუ სადისციპლინო კოლეგიის წევრის, კოლეგიის მთელი შემადგენლობის ან ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის მიუკერძოებლობისადმი ეჭვი საფუძვლიანია.

4. სადისციპლინო კოლეგიის წევრის ან დისციპლინური ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის მიერ წარსულში დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლის მიერ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა არ ჩაითვლება სადისციპლინო კოლეგიის წევრის ან დისციპლინური ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის მიკერძოებისა და აცილების საფუძვლად.

5. სადისციპლინო კოლეგიის წევრის აცილების შესახებ შუამდგომლობა აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს, თუ არსებობს ამ კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე გარემოება.

6. აცილების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია სადისციპლინო კოლეგიის აცილებული წევრის გარეშე აგრძელებს საქმის განხილვას.

7. სადისციპლინო კოლეგიის ან ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის აცილების შემთხვევაში საქმის განხილვის გადადების ვადა არ ჩაითვლება დისციპლინური სახდელის დაკისრებისათვის ამ კანონით დადგენილ ვადაში.

8. აცილების შესახებ შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია იმავე სხდომაზე აგრძელებს საქმის განხილვას.

 

მუხლი 36. დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტა კანონით დადგენილი ვადის ამოწურვის გამო

1. დისციპლინური საქმის მიღებისას სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია მისი განხილვის დაწყებამდე შეამოწმოს, ხომ არ არის ამოწურული მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ამ კანონით დადგენილი ვადა.

2. თუ მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა ამოწურულია, სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და ეს გადაწყვეტილება აცნობოს მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემ ორგანოს, აგრეთვე იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც აღძრულია დისციპლინური დევნა.

                       

მუხლი 37. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერება დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო

1. დისციპლინური საქმის მიღებისას სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია მისი განხილვის დაწყებამდე შეამოწმოს, ხომ არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს ქმედება, რომელიც საფუძვლად დაედო მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას.

2. თუ დისციპლინური საქმის მასალების მიხედვით მოსამართლის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა აშკარაა, სადისციპლინო კოლეგია არ იწყებს საქმის განხილვას, აჩერებს დისციპლინური საქმის წარმოებას, საქმის მასალებს უგზავნის შესაბამის ორგანოს და ამის შესახებ აცნობებს მოსამართლეს, რომლის მიმართაც აღძრულია დისციპლინური დევნა, აგრეთვე მის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემ ორგანოს.

3. თუ მოსამართლის წინააღმდეგ მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის სისხლის სამართლის საქმე არ აღიძვრება ან აღძრული საქმე შეწყდება, შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ სადისციპლინო კოლეგია განაახლებს შეჩერებული დისციპლინური საქმის წარმოებას, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა ამოწურული არ არის.

                       

მუხლი 38. დისციპლინური საქმის განსახილველად მომზადება

1. სადისციპლინო კოლეგია, რომელსაც დაევალა დისციპლინური საქმის განხილვა, წინასწარ ეცნობა მას და ნიშნავს კოლეგიაში საქმის განხილვის დღეს.

2. სადისციპლინო კოლეგიამ საქმის განხილვის ადგილი, დღე და საათი დროულად უნდა აცნობოს მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემ ორგანოს და მის წარმომადგენელს, აგრეთვე მოსამართლეს, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია დისციპლინური საქმე.

3. სადისციპლინო კოლეგია იწვევს მოწმეებსა და სხვა პირებს საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად და აცნობებს მათ საქმის განხილვის ადგილს, დღესა და საათს.

                       

მუხლი 39. სადისციპლინო კოლეგიის მიერ საქმის განხილვა

1. სადისციპლინო კოლეგია დისციპლინურ საქმეს განიხილავს სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე. სხდომას თავმჯდომარეობს სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მომხსენებელი წევრი.

2. სადისციპლინო კოლეგიის სხდომას ხსნის კოლეგიის სხდომის თავმჯდომარე.

3. დისციპლინური საქმის განხილვა იწყება კოლეგიის ერთ-ერთი წევრის მოხსენებით, რომელშიც ქრონოლოგიური თანამიმდევრობით არის გადმოცემული დისციპლინური საქმის წარმოების ეტაპები და შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები.

4. მოხსენების მოსმენის შემდეგ სიტყვა ეძლევათ მხარეებს, პირველად – მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი ორგანოს წარმომადგენელს დისციპლინური ბრალდების წასაყენებლად, შემდეგ – დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს წაყენებულ ბრალდებაზე საპასუხოდ. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს უფლება აქვს, ისარგებლოს დამცველის დახმარებით. მას შეუძლია დამცველად მიიწვიოს ადვოკატი, ნებისმიერი მოსამართლე ან სხვა წარმომადგენელი.

5. მხარეებს უფლება აქვთ სრულად გამოხატონ და სათანადოდ დაიცვან თავიანთი პოზიციები, დაუსვან ერთმანეთს შეკითხვები, წარადგინონ წერილობითი და სხვა სახის მტკიცებულებები, აღძრან შუამდგომლობები სხვადასხვა დოკუმენტების, მასალების ან ინფორმაციის გამოქვეყნების, ანდა სხდომაზე მიწვეულ პირთა ინფორმაციების მოსმენის, დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნის ან დამატებითი პირების მიწვევისა და მათი ინფორმაციების მოსმენის, შესაბამისი სასამართლო საქმის გამოთხოვის შესახებ, აგრეთვე განახორციელონ სხვა ღონისძიებები. შუამდგომლობებს განიხილავს სადისციპლინო კოლეგია.

6. სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია დაუსვას შეკითხვები მხარეებს ან საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულ პირებს, მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები, მასალები ან ინფორმაცია, დამატებით მიიწვიოს სხვა პირები მათი ინფორმაციის მოსასმენად, გადადოს საქმის განხილვა არა უმეტეს ორი კვირით და განახორციელოს სხვა ღონისძიებები.

7. დისციპლინური ბრალდების წარმდგენი პირი შემოიფარგლება მხოლოდ დისციპლინური ბრალდების წაყენებითა და მისი დასაბუთებით. მას არა აქვს უფლება მოითხოვოს მოსამართლისათვის კონკრეტული დისციპლინური სახდელის დაკისრება და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების შეფარდება.

8. სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე დგება ოქმი.

 

 

 

მუხლი 41. დისციპლინური საქმის განხილვაში მხარეთა სავალდებულო მონაწილეობა

1. დისციპლინური საქმის განხილვისას სადისციპლინო კოლეგიის სხდომაში დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლისა და მისი პასუხისგებაში მიმცემი ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობა სავალდებულოა. თუ რომელიმე მხარე სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე არ გამოცხადდა, კოლეგია ვალდებულია გადადოს საქმის მოსმენა არა უმეტეს 2 კვირით. ეს ვადა არ ჩაითვლება სადისციპლინო კოლეგიის მიერ საქმის განხილვის ორთვიან ვადაში.

2. თუ დადასტურდა, რომ დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლე თავს არიდებს და არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე, სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია მის დაუსწრებლად განიხილოს საქმე, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას ცნოს იგი ბრალეულად და დააკისროს მას დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი.

3. თუ დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლე მძიმე ავადმყოფობის ან სხვა დაუძლეველი ძალის გამო ვერ ცხადდება სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე, კოლეგია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით შეაჩეროს დისციპლინური საქმის წარმოება სამ თვემდე ვადით. ეს ვადა არ ჩაითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების სამწლიან ვადაში. თუ ამ ვადაში საქმის წარმოების შეჩერების მიზეზები არ აღმოიფხვრება, სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია განიხილოს საქმე მოსამართლის დაუსწრებლად.

 

მუხლი 42. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მოსამართლისათვის დისციპლინური ბრალდების მოხსნის ან მოსამართლის მიერ დისციპლინური ბრალდების აღიარების შემთხვევაში

1. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი ორგანოს წარმომადგენელს უფლება აქვს, დისციპლინური საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე (კოლეგიის სათათბირო ოთახში გასვლამდე) მოხსნას მოსამართლისათვის წაყენებული დისციპლინური ბრალდება. ამ შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია განხილვის ეტაპის მიუხედავად შეწყვიტოს საქმის განხილვა და, შესაბამისად, – დისციპლინური საქმე.

2. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს უფლება აქვს საქმის განხილვის დაწყებამდე სრულად აღიაროს დისციპლინური ბრალდება და სთხოვოს სადისციპლინო კოლეგიას დისციპლინური საქმის არსებითი განხილვის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება მისი ბრალეულად ცნობის და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ. სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია დააკმაყოფილოს მოსამართლის შუამდგომლობა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

მუხლი 43. სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვის დროებით შეჩერება

1. თუ დისციპლინური საქმის განხილვის დასრულებამდე სადისციპლინო კოლეგია მიიღებს იმავე მოსამართლის მიმართ აღძრულ სხვა დისციპლინურ საქმეს, სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია დროებით შეაჩეროს პირველი საქმის განხილვა, გააერთიანოს დისციპლინური საქმეები, ერთდროულად განიხილოს ისინი და ორი ან მეტი გადაცდომისათვის ბრალეულად ცნობისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევაში დააკისროს მოსამართლეს ამ კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი სახდელი.

2. თუ სადისციპლინო კოლეგიისთვის ცნობილი გახდება, რომ იმავე მოსამართლის მიმართ სხვა ბრალდებით აღძრულია დისციპლინური დევნა, იგი უფლებამოსილია დროებით შეაჩეროს დისციპლინური საქმის განხილვა და დაელოდოს ამ საკითხის გადაწყვეტას.

2.(ამოღებულია).

3. სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვის დროებით შეჩერება ხდება აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

4. საქმის დროებით შეჩერების ვადა არ ჩაითვლება სადისციპლინო კოლეგიის მიერ საქმის განხილვის ორთვიან ვადაში.

5. დისციპლინური საქმის განხილვის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია განაახლებს საქმის განხილვას.

 

მუხლი 45. საქმის შესახებ არსებითი გადაწყვეტილების მიღება

სადისციპლინო კოლეგია ადგენს, ჩაიდინა თუ არა მოსამართლემ ქმედება, რომლისთვისაც მას წარედგინა დისციპლინური ბრალდება, და ამ კანონის შესაბამისად არის თუ არა ეს ქმედება დისციპლინური გადაცდომა. სადისციპლინო კოლეგია ასევე ადგენს, მიუძღვის თუ არა მოსამართლეს ბრალი დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში. მხოლოდ სამივე ამ გარემოების არსებობისას არის სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლის ბრალეულად ცნობის და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ. სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია შეცვალოს მოსამართლის ქმედების კვალიფიკაცია ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის დისციპლინური გადაცდომით.

 

მუხლი 46. სადისციპლინო კოლეგიის წარდგინება ახალი ბრალდებით დისციპლინური სამართალწარმოების დასაწყებად

თუ დისციპლინური საქმის განხილვის დროს სადისციპლინო კოლეგიაში წარმოიშვა მოსამართლის მიერ სხვა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია წარდგინებით მიმართოს შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს მოსამართლის მიმართ ახალი ბრალდებით დისციპლინური სამართალწარმოების დასაწყებად. თუ საჭიროდ მიიჩნევს სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია შეაჩეროს არსებული ბრალდებით დისციპლინური საქმის წარმოება სხვა დისციპლინური გადაცდომისათვის მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხის გადაწყვეტამდე.განხილვაში.

 

მუხლი 49. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

1. სადისციპლინო კოლეგია იღებს დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ:

ა) მოსამართლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების ვადა ამოიწურა;

ბ) მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემმა ორგანომ მოსამართლეს დისციპლინური ბრალდება მოუხსნა;

გ) მოსამართლე, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია დისციპლინური დევნა, დისციპლინური საქმის განხილვის დასრულებამდე გადადგება ანდა მას შეუწყდება სამოსამართლო უფლებამოსილება;

დ) სადისციპლინო კოლეგიის მიერ გაგზავნილი მასალების საფუძველზე მოსამართლის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ანდა არ აღიძრა მოსამართლის ბრალის, ან იმ ფაქტების დაუდასტურებლობის გამო, რომლებიც საფუძვლად დაედო დისციპლინურ ბრალდებას.

2. დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება სადისციპლინო კოლეგიას შეუძლია მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე, სადისციპლინო კოლეგიის სათათბირო ოთახში გასვლამდე.

 

მუხლი 51. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობის , მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მისადმი კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ

1. სადისციპლინო კოლეგია იღებს დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობის, მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მისადმი კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვისას დადასტურდა მოსამართლის მიერ ამ კანონით დადგენილი დისციპლინური გადაცდომის ბრალეულად ჩადენა, მაგრამ დარღვევის მცირე მნიშვნელობის, ბრალის უმნიშვნელო ხარისხის გამო ან სხვა მოტივით (საკითხის დელიკატურობის ან სხვა მიზეზით, მოსამართლის პიროვნების გათვალისწინებით) სადისციპლინო კოლეგია მიზანშეუწონლად თვლის მოსამართლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებას და საკმარისად მიიჩნევს მისთვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვას.

2. კერძო სარეკომენდაციო ბარათი არის სადისციპლინო კოლეგიის წერილი დისციპლინური დარღვევის ჩამდენი მოსამართლისადმი, სადაც უარყოფითად არის შეფასებული ამ მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი. ბარათში აგრეთვე მოცემულია სადისციპლინო კოლეგიის რეკომენდაცია და რჩევა-დარიგება დარღვევების აღმოფხვრის, მოსამართლის მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებული სირთულეებისა და პრობლემების დაძლევის გზებისა და საშუალებების შესახებ.

3. კერძო სარეკომენდაციო ბარათის შინაარსი კონფიდენციალურია. ბარათი ეგზავნება მხოლოდ დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ მოსამართლეს. მისი ასლის სხვა ორგანოს ან თანამდებობის პირისათვის გაგზავნა დაუშვებელია. ბარათის ასლი თან ერთვის დისციპლინურ საქმეს დალუქული პაკეტის სახით. მისი გახსნა შეიძლება მხოლოდ მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში საქმის სადისციპლინო კოლეგიაში განხილვის დროს.

 

მუხლი 56. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ

1. სადისციპლინო კოლეგია მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, თუ იგი კონკრეტული დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის, რაოდენობის, აგრეთვე წარსულში ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გათვალისწინებით მიზანშეუწონლად მიიჩნევს ამ მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების გაგრძელებას.

2. თუ წარსულში მოსამართლეს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისათვის დაეკისრა დისციპლინური სახდელიმკაცრი საყვედურიდამოუკიდებლად ან კანონით გათვალისწინებულ დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებასთან ერთად და ეს სახდელი გაქარწყლებული არ არის, ახალი დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური სახდელის შერჩევისას კოლეგია მსჯელობს ამ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხზე.

3. სადისციპლინო კოლეგიის მიერ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან მოსამართლე კანონით დადგენილი წესით ჩამოცილებული უნდა იქნეს საქმის განხილვისაგან და სხვა თანამდებობრივი უფლებამოსილებების განხორციელებისაგან.

 

მუხლი 57. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შინაარსი

სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაში აღინიშნება :

) სადისციპლინო კოლეგიის დასახელება;

) სადისციპლინო კოლეგიის შემადგენლობა;

) დისციპლინური საქმის განხილვის დრო;

) დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლის სახელი, გვარი და თანამდებობა;

) დისციპლინური სამართალწარმოების დამწყები და დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი თანამდებობის პირის ვინაობა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს დასახელება;

) დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებისა და დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის თარიღები;

) დისციპლინური საქმის გარემოებები;

) დისციპლინური ბრალდებისა და მოსამართლის ახსნა-განმარტების შინაარსი;

) მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, გადაწყვეტილების შინაარსი და მოტივაცია;

) დისციპლინური გადაცდომის სახე, რომლისთვისაც მოსამართლეს ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა და დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახეები;

) დისციპლინური საქმის შეწყვეტის, მოსამართლის გამართლების, მოსამართლისადმი კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის ან მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წარდგინების საფუძველი.

 

მუხლი 58. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა

1. სადისციპლინო კოლეგიის მიერ დისციპლინური საქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ასლები მისი მიღებიდან 5 დღეში ეგზავნება მოსამართლეს, რომლის მიმართაც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას.

2. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების ასლი უნდა დაერთოს მოსამართლის პირად საქმეს.

 

მუხლი 60. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრება

1. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გადასინჯვა შეიძლება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში (შემდგომშისადისციპლინო პალატა) მისი გასაჩივრებით. გასაჩივრებას ექვემდებარება მხოლოდ ამ კანონის 48- მუხლის პირველი პუნქტის“ – „ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები. გასაჩივრების უფლება აქვთ დისციპლინური საქმის მხარეებს.

2. საჩივარი სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე სადისციპლინო კოლეგიაში შეიტანება 10 დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება უშუალოდ სადისციპლინო კოლეგიაში ან მისი ფოსტის მეშვეობით გაგზავნა.

3. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს საბჭოს სხდომაზე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს თავისი წარმომადგენლის მეშვეობით.

4. მოსამართლე, რომელსაც დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა, სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს პირადად ან თავისი დამცველის, ანდა სხვა წარმომადგენლის მეშვეობით.

5. დისციპლინური საქმის ერთ-ერთი ან ორივე მხარის საჩივრის მიღებიდან 5 დღის განმავლობაში სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე დისციპლინურ საქმეს მიღებულ საჩივრებთან ერთად გადასცემს სადისციპლინო პალატას და ამის შესახებ ატყობინებს დისციპლინური საქმის მხარეებს.

6. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე შეტანილ საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება.

 

მუხლი 63. გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე და საჩივარზე უარის თქმა

1. თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სადისციპლინო კოლეგიაში წერილობით განაცხადებს უარს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე, საჩივარი აღარ დაიშვება.

2. საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია გადაწყვეტილების გამოტანამდე. საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს გადაწყვეტილება.

 

 

 

მუხლი 64. საქმის განხილვის ვადა , საქმის განხილვის დანიშვნა

1. სადისციპლინო პალატა სადისციპლინო საქმეს განიხილავს საჩივრის წარმოებაში მიღებიდან 1 თვის განმავლობაში. ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში საქმის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ შეიძლება გააგრძელოს 1 თვით.

2. საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ განჩინებით სადისციპლინო პალატა განსაზღვრავს საქმის ზეპირი განხილვის დროს, რის შესახებაც მხარეებს ატყობინებს ამ განჩინების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში.

3. სადისციპლინო პალატა უზრუნველყოფს მხარეთა/მონაწილეთა მიწვევას სადისციპლინო პალატის სხდომაში მონაწილეობისათვის.

 

მუხლი 74. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილების ფორმა

1. სადისციპლინო პალატის მიერ დისციპლინური საქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება წერილობით. მას ხელს აწერენ სადისციპლინო პალატის წევრები.

2. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილების ასლი ეგზავნება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, პროცესის მხარეებს და მათ წარმომადგენლებს ოქმი.

 

მუხლი 80. მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლება

1. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ შესაბამისი წარდგინების მიღების შემდეგ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტი, ყველა სხვა მოსამართლესსაქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

2. სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო პალატის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ შესაბამისად სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო პალატის წარდგინების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს წარდგინების მიღებიდან 10 დღეში.

3. პირი, რომელიც დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის ამ კანონით დადგენილი წესით განთავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან, კარგავსსაერთო სასამართლოების შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 82- მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლებას.

 

მუხლი 85. მოსამართლის დაწინაურების შეზღუდვა

1. მოსამართლეს, თუ მის მიმართ დისციპლინური სახდელი გაქარწყლებული არ არის, ეზღუდება თანამდებობრივი დაწინაურების ან საკლასო ჩინის მიღების უფლება.

2. შესაბამისმა ორგანომ ან თანამდებობის პირმა არ უნდა მიანიჭოს ახალი საკლასო ჩინი ან გაამწესოს ზედა ინსტანციის სასამართლოში მოსამართლე, თუ მის მიმართ დისციპლინური სახდელი გაქარწყლებული არ არის.