„ქალაქ თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2010 წლის 24 დეკემბრის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2010 წლის 24 დეკემბრის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 06/09/2013
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მერის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/09/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250000.52.101.016102
35
06/09/2013
ვებგვერდი, 10/09/2013
010250000.52.101.016102
„ქალაქ თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2010 წლის 24 დეკემბრის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
 

ქ. თბილისის მერის

ბრძანება №35

2013 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2010 წლის 24 დეკემბრის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,ქალაქ თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2010 წლის 24 დეკემბრის №28 ბრძანებით (სსმ, №72, 31/12/2010 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010.250.000.52.101.016.003) დამტკიცებულ „ქ. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულებაში“ შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) უზრუნველყოფს საჯარო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობას;“;

ბ) მე-7 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ეფექტური საჯარო მმართველობის მხარდაჭრის განყოფილება.“;

გ) მე-8 მუხლის „ე1“ ქვეპუქნტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ეფექტური საჯარო მმართველობის მხარდაჭერის განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) წარმართვას ურთიერთობებს საჯარო დაწესებულებებთან, საზოგადოებრივ და სხვა სახის ორგანიზაციებთან;

ბ) ახორციელებს ეფექტური საჯარო მმართველობის მხარდაჭერას და უზრუნველყოფს ამ მიმართულებით საქმიანობის წარმართვას;

გ) დაინტერესებულ პირებს უწევს კონსულტაციას სამართლებრივ საკითხებზე;

დ) უზრუნველყოფს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემას;

ე) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის აწარმოებს ურთიერთობას ქ. თბილისის მერიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან;

ვ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს. “.

მუხლი 2
ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერიგიორგი უგულავა