დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 227 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/09/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/09/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.017394 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში (სსმ, №54, 25/05/2004, 010.240.030.10.003.000.037) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ8“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ8) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამებს;“.
2. მე-4 მუხლის „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ა) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი;“.
3. 41 მუხლის მე-6 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ამოწმებს, სცილდება თუ არა ეროვნულ სასწავლო გეგმას სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ წარდგენილი სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები