„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA-Georgia) დებულების დამტკიცებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №137 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 225
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/09/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 29/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017392
225
04/09/2013
ვებგვერდი, 05/09/2013
010220020.10.003.017392
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA-Georgia) დებულების დამტკიცებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №137 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №225

2013 წლის 4 სექტემბერი

   ქ.თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA-Georgia) დებულების დამტკიცებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №137 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA-Georgia) დე­ბულების დამტკიცებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ სა­ქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №137 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 18/04/2012, სარეგისტრაციო კოდი: 0102200­20.10.003.016810) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბ­დ­ეს შემდეგი რედაქციით:

„1.  შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწლეულ­­ის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA-Georgia) სამეთვალყურეო საბჭო და განისაზღვროს მასში ხმის უფლების მქონე პირები შემდეგი შე­მა­­დგენლობით: 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, საბჭოს თა­ვ­­მჯ­დომარის მოადგილე

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.“.

2. ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის:

    ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ა) ხმის უფლების მქონე 7 წევრისაგან, რომელსაც ამტკიცებს საქართ­ვე­ლოს მთავრობა;“;

   ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. ხმის უფლების მქონე წევრები არიან:

ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე;

    ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, საბჭოს თავ­მ­ჯ­დო­მარის მოადგილე;

გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

დ) საქართველოს იუსტიციის მინისტრი;

ე) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი;

ვ) სამოქალაქო (არასამთავრობო) საზოგადოების ერთი წარმომადგე­ნე­ლი, რომელიც შეირჩევა „MCC“‑სთან შეთანხმებული პროცედურის შესა­ბა­­­მისად;

ზ) კერძო სექტორის ერთი წარმომადგენელი, რომელიც შეირჩევა „MCC“‑ს­თან შეთანხმებული პროცედურის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი