დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 127/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/09/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.016647 |
|
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 215 მუხლის მე–5 პუნქტის, 281 მუხლის მე–2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანებაში (სსმ III, 13.02.2007 წ., №20, მუხ. 229, სარეგისტრაციო კოდი – 040.030.000.22.022.009.972) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“; ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანდართული დებულება.“; გ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულება“; დ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 11. ცენტრის სრული დასახელებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. ცენტრი უფლებამოსილია გამოიყენოს ცენტრის შემოკლებული დასახელება: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი“.“;
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები