„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 224
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/09/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 14/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.017391
224
04/09/2013
ვებგვერდი, 05/09/2013
010240010.10.003.017391
„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №224

2013 წლის 4 სექტემბერი

   ქ.თბილისი

 

„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის რე­გ­­­­­­ლა­­მენ­ტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარ­ტის №54 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/03/2013, 0102400­­10.­­10.      ­003.­­017218) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგე­ნი­­­ლე­ბით დამ­ტკი­­ცებული რეგლამენტის:

ა) მე‑10 მუხლის მე‑2 პუნქტის „ა“ ქვე­პუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დე­გი რე­დაქციით:

„ა) თანდართული ფორმის განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისა­ხე­ბა წარდგენილი პროექტის არსი, ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესა­ხებ, მისი მიღების მიზეზი და მიზანი, საჭიროების შემთხვევაში, სამართ­ლებ­რივი აქტის მოკლე ვადებში მიღების (გამოცემის) დასაბუთება, მოსა­ლო­დ­ნელი შედეგი, იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგა­რიშე­ბა, რომ­ლებსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება. განმარტებით ბა­რა­თში აღინიშნება აგრეთვე პროექტის ავტორი (ავტორები) და წარმ­დ­გე­ნი;“;

ბ) 26‑ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 26. კანონპროექტის სამინისტროებთან, სახელმწიფო მინისტ­რე­ბის აპა­რა­ტებთან წინასწარი შეთანხ­მე­­­­ბის პრო­ცე­­დუ­რა

1. მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპა­რა­ტის საპარლამენტო მდივანი ვალ­დე­­­ბუ­ლია, კა­­ნო­ნ­­­პრო­ექ­­ტის ინიცი­ირე­ბი­დან არაუგვიანეს 10 დღისა სპე­ცია­­ლურ ველ­ში დაა­ფიქ­სიროს კა­ნონ­პრო­­­ექტის თა­ო­ბაზე საკუთარი პო­­ზი­ცია: „ეთან­ხმება“ ან „არ ეთან­­­­ხმება“.

2. მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპა­რა­ტის საპარლამენტო მდივანი ვალ­დე­­ბუ­ლია, „ელე­ქ­­­­ტ­­რო­ნუ­ლი მთავ­რო­­ბის“ პრო­გ­რამაში ატვირთოს კანონ­პრო­­­ექ­­ტის თა­ო­ბაზე სა­კუ­თარი უწ­ყე­ბის და­საბუთებული შენიშვ­ნები, თუ:

ა) ეთანხმება კანონპროექტს, მაგრამ აქვს გარკვეული შენიშვნები;

ბ) არ ეთანხმება კანონპროექტს.

3. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი ან სამინისტ­როს, სახელ­მ­წიფო მინისტრის აპარატის საპარ­ლა­მენტო მდივანი დად­­­გენილ ვადაში არ და­ა­ფიქ­სირებს პოზიციას, საკითხი არ ჩაითვლება მას­თან შეთან­ხმე­ბულად.

4. კანონპროექტი შეთანხმებულად ითვლება, ხოლო შეთანხმების პრო­­­­­­­­­­­­­­ც­ე­­დურა – დასრულებულად, თუ „ელექტრონული მთავრობის“ პრო­გ­­­რა­­­­­­მა­­­­­­­ში დაფიქსირდა არანაკლებ მთავრობის 13 წევრის ან სამინისტ­როს, სა­ხელ­მწიფო მინისტრის აპარატის სა­პარლამენტო მდივ­ნის დადე­ბი­თი პო­ზი­ცია („ეთანხმება“ ან „ეთანხმება შე­­ნი­შვნებით“), მათ შო­რის, სა­ვა­ლ­დებუ­ლოა სა­ქარ­­თველოს იუსტი­ცი­ის მი­ნის­ტრის, ფი­­ნან­ს­­თა მინისტ­რის, ეკო­­ნო­მი­კისა და მდგრა­­დი გან­ვი­თ­ა­­­­რების მი­ნისტრის, შინაგან საქმეთა მი­ნის­­ტრის ან აღნიშნული სა­მი­ნის­ტრო­ების სა­პარ­­­ლა­მენ­ტო მდივ­­ნების დადე­ბი­­­­თი პო­ზიცია.

5. მთავრობის წევრების ან სამინისტროების, სახელმწიფო მინისტ­რე­ბის აპარატების საპარლამენტო მდივ­ნე­ბის მხრიდან შენიშვ­ნე­ბის არსე­ბო­ბი­­სას ინი­ცია­ტო­რი უწყება, ამ შენიშვ­ნე­ბის გათვალის­წი­ნების შემთ­ხვევაში, მთავ­­­­­­­რობის კანცელარიაში წარად­გენს კანონპ­რო­ექტის კო­რე­ქ­­ტი­რე­ბუ­ლ ვე­რ­­­­­­­სიას.“;

გ) 27‑ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ცი­­­ით:

„1. მთავრობის სხდომაზე განსახილველი კანონპროექტის მთავ­­­რო­ბის კანცელარიაში წარდგენა უნდა მოხდეს მთავრობის სხდომის ჩატა­რე­ბამ­­­­­დე 6 დღის ვადაში.“;

დ) 28‑ე მუხლის მე‑4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკითხის შესწავლის შემდეგ მთავ­რო­ბის საპარ­ლა­მენტო მდი­ვა­ნი იღებს ერთ‑ერთ შემ­დეგ გა­­დაწ­­ყვეტილებას:

ა) საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონპროექტის მთავ­რო­ბის სხდომის დღის წეს­რი­გ­­­­­ში შეტანის თაობაზე;

ბ) კანონპროექტის „ელექ­ტრო­ნული მთავრობის“ პროგრამის მეშვე­ო­­­­­ბით შეთანხმების თაო­ბაზე;

გ) კანონპროექტის განხილვიდან  მოხსნისა და ინიციატორი უწყე­ბი­­­სა­თ­­ვის დაბ­რუნების თაობაზე.“.

2. დადგე­ნი­­­ლე­ბით დამ­ტკი­­ცებულ რეგლამენტს:

ა) VIII თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის VIII1 თავი:

 

„თავი VIII1

კანონპროექტის „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის

მეშვეობით შეთანხმების წესი

 

მუხლი 281. კანონპროექტის შეთანხმების პროცედურა

1. ამ რეგლამენტის 28‑ე მუხლით გათვალისწინებული პროცე­დუ­რის დასრუ­ლე­ბის შემდეგ, მთავრობის კანცელარია ­კანონპროექტს სვამს „ელე­­ქ­­­ტ­რო­ნული მთავრო­ბის“ პროგრამის ველში „კა­ნო­ნ­პრო­ექ­ტის შეთან­ხმე­ბის რეჟიმი“.

2. მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან 48 საათში მისცენ ხმა კა­­­­­ნონპროექტის შეთანხმებას („მომხრე“, „წინააღმდეგი“).

3. მთავრობის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მი­ერ მხარ­­დაჭერის შემთხვევაში, კანონპროექტი ითვლება მთავრობის წევ­რ­­თა მი­­ერ შეთანხმებულად. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გა­დამ­­წყვე­ტია პრე­­მიერ‑მინისტრის ხმა.

4. ამ მუხლის შესაბამისად შეთანხმებული კანონ­პრო­ექტის პარლა­მენ­­­­­ტში წარდგენა ხდება ამ რეგლამენტის 30‑ე მუხლით დადგენილი წე­სით, ამავე თავის მოთხოვნათა გათვალის­წი­ნე­ბით.

მუხლი 282. ელექტრონული მთავრობის სხდომის ოქმი

ამ რეგლამენტის 281 მუხლით გათვალისწინებული პრ­ო­­ცედურის და­სრულების შემდეგ, დგება ელექტრონული მთავრობის სხდომის ოქმი, რო­­­­მე­ლშიც აისახება ელექტრონული მთავრობის მიერ კა­ნონპროექტის შე­­­­თან­ხმების შედეგი და კა­ნონპროექტის პარლა­მენტში წარ­­დგე­­ნის თაო­­ბა­­­­ზე მი­ღე­ბუ­ლი გადაწ­ყვე­ტი­ლება.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის და­ნა­რ­თი:

 

„დანართი

განმარტებითი ბარათი

ინფორმაცია სამართლებრივი აქტის პროექტის შესახებ

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(აისახება ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ, მისი მიღების მი­ზე­ზი და მიზანი, სამართლებრივი აქტის მოკლე ვადებში მიღების (გამო­ცე­მის) და­საბუთება)

პროექტის მიღებით გამოწვეული საფინანსო‑ეკონომიკური შედეგების გაანგარიშება

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(აისახება ინფორმაცია პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ფი­­ნანსური სახსრების ოდენობის, პროექტის დაფინანსების წყაროს, ბიუ­ჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებზე გავლენის, სახელმწიფოს ახა­ლი ფინანსური ვალდებულებების თაობაზე, ასეთის არსებობის შემთ­ხ­ვე­ვაში)

 

პროექტის მოსალოდნელი შედეგები

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 (აისახება ინფორმაცია იმ სამართლებრივი ურთიერთობებისა და პირ­­­­თა შესახებ, რომლებზეც გავლენას მო­ახ­დენს სამართლებრივი აქტის მი­­­ღება)

 

პროექტის განხორციელების ვადები

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 (თუ სამართლებრივი აქტის პროექტით გათვალისწინებული დავა­ლე­ბის შესრულება საჭიროებს გარკვეულ ვადას, მიეთითება აღნიშნული ვა­დის თაობაზე)

 

 

 

პროექტის ავტორი და წარმდგენი

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(მიეთითება პროექტის ავტორი და წარმდგენი, ხოლო თუ პროექ­ტის ავტორი და წარმდგენი სხვადასხვა პირია, მაშინ აღინიშნება ინფორ­მა­ცია ორი­ვეს შესახებ).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი