დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 20 ივლისის №201 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 85/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 04/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/09/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220020000.18.011.016104 |
|
„კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 20 ივლისის №201 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 20 ივლისის №201 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანებით დამტკიცებული წესის: |
ა)
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტი და მისი გაანგარიშება 1. ბანკის კრებსითი საერთო ღია სავალუტო პოზიციის გაანგარიშების დროს აიღება ყველა უცხოური ვალუტის მიხედვით ბანკის საბალანსო და ბალანსგარეშე ანგარიშგებით გრძელი ღია სავალუტო პოზიციების ჯამსა და მოკლე ღია სავალუტო პოზიციების ჯამს შორის უდიდესი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 20 პროცენტს. 2. საერთო ღია სავალუტო პოზიციაზე დადგენილი ლიმიტის ყოველდღიურად დაცვის მიზნით ბანკს ევალება ყოველდღიურად გაიანგარიშოს საბალანსო, ბალანსგარეშე და კრებსითი საერთო ღია სავალუტო პოზიციები №1 დანართის შესაბამისად და უზრუნველყოს დღის განმავლობაში (საოპერაციო დღის დაწყებიდან დამთავრებამდე) ამ წესით დადგენილი ლიმიტის შენარჩუნება. 3. საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დარღვევის შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია დაუყოვნებლივ ან, უკიდურეს შემთხვევაში, საოპერაციო დღის ბოლომდე მის აღსადგენად განახორციელოს დამაბალანსებელი სავალუტო ოპერაციები.“. |
ბ)
მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ)გააკონტროლონ სავალუტო რისკები სავალუტო პოლიტიკის, ლიმიტისა და მონიტორინგის სისტემის საშუალებით;“; |
გ)
მე-4 მუხლის „გ.კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.კ)თითოეული უცხოური ვალუტით დღიური ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენას, რომლის დროსაც გათვალისწინებული იქნება საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტზე ამ წესით დადგენილი მოთხოვნები;“; |
დ)
მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ)განახორციელონ ბანკის საერთო ღია სავალუტო პოზიციის ყოველდღიური მონიტორინგი მათი დადგენილ ლიმიტთან შესაბამისობის დასადგენად და ნებისმიერი გადაჭარბების გამოვლენის შემთხვევაში, მისი გადაჭრის მიზნით წარადგინონ მოხსენება ბანკის ხელმძღვანელობასთან;“; |
ე)
მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. სანქციები ამ წესის მე-2 მუხლით დადგენილი საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნულ ბანკი კომერციულ ბანკებს დააკისრებს და გადაახდევინებს ფულად ჯარიმას მის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.“. |
2.
ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 და დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
„ბანკი : დანართი N1
თარიღი:
საერთო ღია სავალუტო პოზიციის ყოველდღიური ანგარიშგება ლარებში
გაგრძელება
* - დადებითია, თუ ერთსა და იმავე სახეობის უცხოური ვალუტით ბანკის აქტივები მეტია მის ვალდებულებებზე და უარყოფითი - თუ ნაკლებია ** - დადებითია, თუ ერთსა და იმავე სახეობის უცხოური ვალუტის ყიდვის შესახებ არსებული სავალუტო კონტრაქტების თანხობრივ მოცულობათა ჯამი მეტია ამავე ვალუტის გაყიდვის შესახებ არსებული სავალუტო კონტრაქტების თანხობრივ მოცულობათა ჯამზე და უარყოფითი - თუ ნაკლებია
გენერალური დირექტორი მთავარი ბუღალტერი
დანართი N2
ბანკი: თარიღი: საერთო ღია სავალუტო პოზიციის ნაერთი ანგარიშგება FX ლარებში
გაგრძელება
გენერალური დირექტორი მთავარი ბუღალტერი “ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები