დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დედაქალაქში დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის” დამტკიცების თაობაზე” ქ. თბილისის მთავრობის 2013 წლის 31 მაისის №17.02.622 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23.09.1006 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 02/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/09/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260040.37.101.016162 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს: |
| მუხლი 1 |
„დედაქალაქში დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის” დამტკიცების თაობაზე” ქ. თბილისის მთავრობის 2013 წლის 31 მაისის №17.02.622 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 04.06.2013წ. სარეგისტაციო კოდი 010260040.37.101.016159) დამტკიცებულ „დედაქალაქში დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) დედაქალაქის დაგვა-დასუფთავება - მექანიზირებული დაგვა, ხელით დასუფთავება, მორეცხვა, მორწყვა, თოვლცვენის დროს ქუჩების თოვლისგან გასუფთავების ღონისძიებები, მათ შორის, მარილის მოყრა;“; ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებაში შედის არამარტო ნაგვის, შლამის, ცხოველური ექსკრემენტების მოწმენდა, არამედ ფოთლების, ბალახისა და სარეველა მცენარეების მოშორებაც; თოვლცვენის დროს საზოგადოებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილ საავტომობილო და ქვეითად მოსიარულეთა სავალი ქუჩების თოვლისაგან გაწმენდა (მარილის მოყრა ან/და მექანიკური გაწმენდა). დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისას ჰერბიციდების გამოყენება დაუშვებელია.”. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები