დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 689 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 02/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/09/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120010000.08.002.016856 |
689
02/09/2013
ვებგვერდი, 02/09/2013
120010000.08.002.016856
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
|
1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ, III ნაწ., 2004 წ., №38, მუხ. 308) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულებას დაემატოს 53 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„53. სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსება ან/და შესაბამისი ქონებით უზრუნველყოფა შესაძლებელია განხორციელდეს ცენტრალიზებულად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროსათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.“. |
2.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები