,,ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 თებერვლის №79 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 თებერვლის №79 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 685
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 02/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/09/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 20/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 010220020.08.002.016860
685
02/09/2013
ვებგვერდი, 03/09/2013
010220020.08.002.016860
,,ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 თებერვლის №79 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №685

2013 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

,,ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 თებერვლის №79 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 თებერვლის №79 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2008 წ., №22, მუხ. 246) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების მე-5 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „(ა. კვიტაშვილი)“;
ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული ცენტრალური გამწვევი კომისიის წევრთა შემადგენლობას (დანართი N1) სიტყვების: „თენგიზ შერგელაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „ირაკლი გეგეჭკორი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე“;
გ) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული ცენტრალური გამწვევი კომისიის წევრთა შემადგენლობაში (დანართი N1) თამარ სანიკიძის ნაცვლად შეყვანილ იქნეს ეკატერინე მაჩიტიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
დ) ბრძანებულების მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებული მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის შემადგენლობაში (დანართი №2) თემურ ლორთქიფანიძის ნაცვლად შეყვანილ იქნეს მანანა მშვენიერაძე - მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე;
ე) ბრძანებულების მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებული მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის შემადგენლობიდან (დანართი №2) ამოღებულ იქნეს სიტყვები: „მანანა მშვენიერაძე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, შინაგანი მედიცინის სპეციალისტი.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი