„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 684
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 02/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/09/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 30/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010340000.08.002.016859
684
02/09/2013
ვებგვერდი, 03/09/2013
010340000.08.002.016859
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №684

2013 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2001 წ., №78, მუხ. 555) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 
ა) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის II2 თავი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

თავი II2

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის სახელმწიფო თანამდებობები

მუხლი 74. მთავარი საჯარო თანამდებობა

ა) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი;

ბ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის დეპარტამენტის უფროსი;

გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი;

დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე;                    

ე) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი;

ვ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის სამსახურის უფროსი;

ზ) საქართველოს მთავრობის პრესსპიკერი;

თ) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე.

მუხლი 75. წამყვანი საჯარო თანამდებობა

ა) უფროსი მრჩეველი;

ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეფერენტი;

გ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის სამმართველოს უფროსი;

დ) მრჩეველი (I კატეგორია);

ე) მრჩეველი (II კატეგორია).

მუხლი 76. უფროსი საჯარო თანამდებობა

ა) მრჩეველი (III კატეგორია);

ბ) მთავარი სპეციალისტი;

გ) წამყვანი სპეციალისტი;

დ) უფროსი სპეციალისტი;

ე) სპეციალისტი.“;

ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრს დაემატოს შემდეგი შინაარსის X1 თავი:

 

თავი X1

 

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სახელმწიფო თანამდებობები

მუხლი 381. მთავარი საჯარო თანამდებობა

ა) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე;

ბ) დეპარტამენტის უფროსი.

მუხლი 382. წამყვანი საჯარო თანამდებობა

ა) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აღმასრულებელი თანაშემწე;

ბ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

გ) სამმართველოს უფროსი;

დ) საქმეთა მმართველი;

ე) მთავარი ბუღალტერი;

ვ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ეროვნული/ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.

მუხლი 383. უფროსი საჯარო თანამდებობა

ა) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე;

ბ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე;

გ) საინფორმაციო ტექნოლოგიების ადმინისტრატორი;

დ) მთავარი მრჩეველი.

მუხლი 384. უმცროსი საჯარო თანამდებობა

მრჩეველი.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი